მზექალა შანიძე

მზექალა შანიძე

17 Oct. 2024, 15:15

"ჩვენმა ისტორიულმა წარსულმა, ევროპას საკმაოდ ჩამოგვაშორა. იზოლაციაში იყო საქართველო. სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში იყო სურვილი შველის, საშველის პოვნისა და ჩვენ ძალიან დავზარალდით იმით, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირი არ გვქონდა. ჩვენ სამწუხაროდ, რიცხობრივად პატარა ერი რომ ვართ ძალიან ბევრი რამ გვიშლის ხელს წინსვლაში, ძალიან ბევრს სხვა გარემოებასთან მოგვიწია ბრძოლა. დღეს უკვე მსოფლიო ისე არის დაკავშირებული, რომ ერთმანეთის მდგომარეობის მიხედვით, ჩვენ, ყველამ ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. საბჭოთა დროის არჩევნები, როდესაც ერთი კაცი იყო ასარჩევი, აირჩევდი თუ არ აირჩევდი ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა და ბოლოს ხალხი ისე იყო მიჩვეული ამას, რომ აღარ დადიოდა არჩევნებზე და საარჩევნო უბნებში, როცა დამთავრდებოდა ვადა, აიღებდნენ ამ ბიულეტენებს და ერთიანად ჩაყრიდნენ ხოლმე, იყო ასეთი დრო. ამ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთავარია ადამიანმა იგრძნოს, რომ ის არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე და უნდა მიიღოს მონაწილეობა ასეთ გადამწყვეტ საქმეში თვითონ, რომ მას აკისრია როგორც მოქალაქეობრივი ისე პირადი პასუხისმგებლობა ამაზე. თორემ თოკს ვერ მიაბამ ვერავის და თოკით ვერ წაიყვან არჩევნებზე. ამჟამად საქართველო ძალიან რთულს ეტაპს გადის და უნდა გვეყოს წინდახედულობა და ჭკუა, რომ უვნებლად გავიაროთ ეს მძიმე ეტაპი".

აცხადებს ენათმეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, მზექალა შანიძე, Movement-თან ინტერვიუში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…