შოთა იორამაშვილი — თიბისის ვებ და მობაილ დეველოპმენტის არეა ლიდი
ფოტო: თიბისი
დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ტექ ტალანტზე, შოთა იორამაშვილზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ცოტა ხნის წინ თიბისის გუნდს შეურთდა და ვებ და მობაილ დეველოპმენტის მიმართულებით, არეა ლიდის პოზიცია დაიკავა.
შოთა ტექნოლოგიურ ლანდშაფტში არსებულ სირთულეებში ნავიგაციას უკვე ათი წელია წარმატებით ახერხებს. როგორც თავად გვიყვება, კარიერა ვებ დეველოპმენტის მიმართულებით დაიწყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის ინტერესი გაუჩნდა. ის 8 წლის განმავლობაში, iOS-Native აპლიკაციებზე მუშაობდა - ჩართული იყო არაერთ საინტერესო პროექტში, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარება და სრულყოფა შეძლო.
"ამ ათი წლის განმავლობაში, რაც მუშაობა დავიწყე, სულ თან გამდევდა სწავლების ნაწილი. არაერთ კურსს გავუძეხი, როგორც ქართულს, ასევე უცხოურს. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზე მუშაობაც მომიწია. მაგალითად, თიბისის IT აკადემიის განახლებული კურიკულუმის შექმნაზე მუშაობის შესაძლებლობა მქონდა, კერძოდ iOS დეველოპმენტის მიმართულებით, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო", — გვიყვება შოთა.
ფოტო: თეგეტა
შოთას მხრიდან თიბისიზე არჩევნის შეჩერება შემთხვევითი, მომენტალური ან სპონტანური არ ყოფილა - ეს გარკვეულწილად კომპანიაში დაბრუნებაა. შოთას თიბისის ტექ გუნდში მანამდეც უმუშავია, იგი 3 წლის წინ iOS ჩეპტერ ლიდის პოზიციას იკავებდა. ასევე მას ერთ-ერთ კომპანიაში ტექ ლიდის როლი ჰქონდა, რაც მას სრულიად ახალი გამოცდილება და უნარები შეძინა, როგორც თავად ამბობს პროფესიულად კიდევ უფრო განავითარა.
"თიბისისთან და მის გარემოსთან ყოველთვის მქონდა ემოციური ბმა. ეს პირველი შესაძლებლობაა ამ მასშტაბის კომპანიაში, ამხელა გუნდის ფარგლებში, ასეთ საპასუხისმგებლო როლიდან წარმოვადგინო ჩემი თავი. ჩემთვისაც დიდი ინტერესი იყო, რომ მსგავსი რეალობიდან შემეფასებინა ჩემი შესაძლებლობები", — ამბობს შოთა.
თიბისიმ შოთას ყურადღება არა მხოლოდ საკუთარი თავის გამოცდის სურვილმა, არამედ ტექნოლოგიების მიმართ კომპანიის ინოვაციურმა მიდგომებმაც მიიპყრო. მისი თქმით, თიბისი ის იშვიათი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის მზად არის მიმდინარე და მომავალი გამოწვევები ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით გადაჭრას. ეს იდეალურად ემთხვევა მის მისწრაფებას, გაიზარდოს როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად უფრო დიდ და გავლენიან გარემოში.
შოთას, როგორც ვებისა და მობაილ დეველოპმენტის Area Lead-ის მიზანი კომპანიაში ტექ ტალანტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაა, რაც მათ თავიანთი პოტენციალის გააზრებაში დაეხმარებათ.
"ჩვენ ვართ ტექნოლოგიური კომპანია და გვსურს მიმზიდველები ვიყოთ ამ კუთხით და შევქმნათ გარემო, სადაც ერთმანეთზე ზრუნვას ვიგრძნობთ. სამუშაო გარემოში სიმარტივისა და სილაღის შემოტანა, სადაც ტალანტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენა შეეძლებათ, არის ჩემი მიზანი და ყველაზე დიდი და საინტერესო გამოწვევა", — ამბობს შოთა.
შოთამ თიბისის ტექ გუნდიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ის დაკომპლექტებულია ტალანტების მრავალფეროვანი ჯგუფით, რომლებსაც როგორც მიმდინარე პროექტებზე წარმატებული მუშაობის, ასევე მომავალი ზრდისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნიათ. მის აღფრთოვანებას იწვევს ფაქტი, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისთვის კომპანიაში სრული ღიაობაა.
"არსებობს მოსაზრება, რომ ბანკში შედარებით ნელი პროცესები მიმდინარეობს და იქ მუშაობა საინტერესო არ არის. ამ სტერეოტიპს თიბისი, თუნდაც საკუთარი ტექ ტალანტების მაგალითით ამსხვრევს. ეს ყველაფერი კიდე უფრო გაუმჯობესდება. ვიყენებთ უახლოეს ტექნოლოგიებს, მიდგომებს, ენებს… ეს არის განვითარებისა და გაზრდის სივრცე", — თქვა შოთამ.
საერთო ჯამში, შოთა თიბისისთან ერთად მოგზაურობის მორიგი თავის დაწყებას ისეთი კულტურის ჩამოყალიბებით აპირებს, რომლის ამომავალი წერტილი განვითარება, ინოვაცია და ურთიერთდახმარება იქნება. მსგავსი ლიდერების არსებობა თიბისისთვის და მთლიანად ტექნოლოგიური საზოგადოებისთვის ნათელი მომავლის საწინდარია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები