ეს არის ილიას უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობა — რას ამბობენ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრებს. დღეს უნივერსიტეტში შეკრებილმა აკადემიურმა პერსონალმა ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე, დარწმუნებულია, რომ ავტორიზაციის საბჭო დამოუკიდებლად არ მოქმედებს და უნივერსიტეტის დასაცავად ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას აპირებს.
"ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა თაიმსის შეფასება, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად აფასებს საერთაშორისო მასშტაბით და ამ კვლევაში 18 ათასზე მეტი უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. თითქმის იგივეა სტანდარტები, კვლევები, სასწავლო პროგრამები და იქ ქვეყნის მასშტაბით ვართ პირველები, ასევე რეგიონის მასშტაბითაც პირველები ვართ. დაახლოებით იმავე კრიტერიუმებით შეგვამოწმა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, ასევე მოგვცა უმაღლესი შეფასება, შემდეგ გამოჩნდა ერთი მექანიზმი — საბჭო, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეს გადაწყვეტილებები შეცვალა. ეს, რა თქმა უნდა, აჩენს საფუძველს და ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად. ეს არის ილიას უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის დაზიანების მცდელობა და ჩვენ ამას ასე მარტივად არ დავთმობთ", — აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.
დადგება თუ არა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობა საფრთხის ქვეშ, პროფესორ გიგა ზედანიას აზრით, დამოკიდებულია იმაზე, რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში.
"ილიას უნივერსიტეტს არაფერი ემუქრება, თუ ამ ქვეყანაში ევროპული განვითარების პროექტი შენარჩუნდა, ხოლო თუ ევროპული განვითარების პროექტი არ იქნა ამ ქვეყანაში, არც უნივერსიტეტი იქნება, არც სამოქალაქო საზოგადოება და არც ბევრი სხვა ინსტიტუცია, რომელიც თავისუფლებას გულისხმობს, როგორც მთავარ ღირებულებას", — ამბობს გიგა ზედანია.
ფოტო: NEWS.On.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მინიჭებას ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობაზე მმართველი გუნდის შურისძიებად აღიქვამენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტი მკაფიო სამოქალაქო პოზიციის გამო ისჯება.
"ტექნიკური შეუსაბამობები, რაც არის საბჭოს დასკვნაში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული შანტაჟი უნივერსიტეტის წინააღმდეგ და ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება იყოს, არის ბრძოლა დამოუკიდებელ აზრთან ამ საჯარო სივრცეში. რაც შეეხება სტუდენტების პოზიციას, არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ამ დასკვნას, ყველა აცნობიერებს საფუძვლებს ამ დასკვნის უკან და არ აპირებენ შეგუებას. მიმაჩნია, რომ ეს არის შურისძიება სამოქალაქო პოზიციის გამო როგორც უნივერსიტეტის, ისე სტუდენტების მიმართ", — ამბობს სტუდენტი დაჩი ხონელიძე.
"ილიაუნი ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული სივრცე საქართველოში, სადაც თითოეულ სტუდენტს გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ განათლება ევროპული სტანდარტებით. ეს სივრცე წარმოადგენს სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და მთლიანად საქართველოსთვის ძალიან დიდ კეთილდღეობის წყაროს, უამრავი სფეროს განვითარებაში მიუძღვის წვლილი. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უნივერსიტეტს და იმედი გვაქვს გადაილახება ეს დაბრკოლება და უნივერსიტეტი შეძლებს დაუბრკოლებლად გააგრძელოს ფუნქციონირება",— აცხადებს სტუდენტი ნიცა ამბრიაშვილი.
ფოტო: NEWS.On.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სააპელაციო კომისიაში გასაჩივრების ვადა 26 ოქტომბერს ეწურება. აკადემიური პერსონალი აცხადებს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო კომისია გადაწყვეტილებას საბჭოში არ დააბრუნებს, ილიას უნივერსიტეტის პერსონალი სამართლებრივ დავას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ხარისხის მიმნიჭებელ ორგანიზაციებში გააგრძელებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის ჩატარების პირობით მიანიჭა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები