მეზვრიშვილი: ცესკო ყველა დონეზე დაკომპლექტებულია "ოცნების" პარტიული აქტივით
ფოტო: NEWS.On.ge
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, აქვთ მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ "ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე - საოლქო, საუბნო და აღარაფერს ვამბობ, თვითონ თავმჯდომარეზე და ცესკოს შემადგენლობაზე - დაკომპლექტებულია ოცნების პარტიული აქტივით და საჯარო სექტორში ოცნების მიერ ჩანერგილი პარტიული აქტივით".
პარტიის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაში ნაჩვენებია ნათესაური კავშირები, რომელიც აღნიშნულ სქემებში გამოაშკარავდა და მეზვრიშვილის თქმით, საბოლოოდ, "ყველა გზა მიდის ოცნებამდე, სახელისუფლებო პარტიამდე".
"გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ და და ცესკოს თავმჯდომარემ თქვეს, რომ თითქოს ცესკო თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან და თითქოს ცესკო არ არის სახელისუფლებო ინსტიტუცია. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება, თურმე როგორი მშვიდი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო გვაქვს და ითხოვდა მტკიცებულებებს ოპოზიციისგან, დამკვირვებლებისგან.
დღეს მოვიტანეთ მტკიცებულები კიდევ ერთხელ, რაც ადასტურებს, რომ ცესკო არ არის დამოუკიდებელი. რეალურად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე - საოლქო, საუბნო და აღარაფერს ვამბობ, თვითონ თავმჯდომარეზე და ცესკოს შემადგენლობაზე - დაკომპლექტებულია ოცნების პარტიული აქტივით და საჯარო სექტორში ოცნების მიერ ჩანერგილი პარტიული აქტივით. ეს არის ძალიან დეტალური სქემა ადამიანების, სახელებით და გვარებით, რომელიც ადასტურებს რომ საუბნო, საოლქო კომისიები დაკომპლექტებულია ოცნებასთან აფილირებული პირებით, მერიებში, საკრებულოებში დასაქმებული პარტაქტივით და პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ადამიანებმა, რომელთაც აბარიათ ხმების დათვლა, რიგის მოწესრიგება და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უბნებზე მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შედის ცესკოს ინტერესებში. გასაოცარია, ეს ნათესაური კავშირების მასშტაბი ამ სქემებში და ყველა არის ერთმანეთის ოჯახის წევრი, ნათესავი და საბოლოოდ, ყველა გზა მიდის ოცნებამდე, სახელისუფლებო პარტიამდე. არის ძალიან ბევრი ინტერესთა შეუთავსებლობა.
ეს ყველაფერი ადასტურებს, თუ ვის ხელშია თავისუფალი და ნათელი არჩევნები და ადასტურებს, რომ ყველა აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც არ კონტროლდება. ყველა ვინც გეუბნებათ, რომ თქვენი ხმების ფარულობა კონტროლდება და ხელისუფლება გიყურებთ - გატყუებთ, ამიტომ გთხოვთ, მიდით არჩევნებზე". — თქვა მეზვრიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები