17 ოქტომბერი ვეტერანთა დღეა — გამოხმაურებები
17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს მიულოცა და იმ სოციალურ ბენეფიტებზე ისაუბრა, რომელიც ვეტერანებს გასულ 12 წელიწადში შეეხოთ. კობახიძემ წინა ხელისუფლება ვეტერანების საჭიროების უგულებელყოფაში და პატივისცემის არქონაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ვეტერანთა ხელშეწყობას და შესაბამისი პროგრამების გაფართოებას, მათ შორის, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.
"წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვეტერანებს მიულოცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმაც. ილია მეორის სიტყვები საზოგადოებას ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა გააცნო.
"მიუხედავად იმისა, რომ ათეისტური რეჟიმის პირობებში ყველაზე ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილნი ერთიანად მოსპეს და გაანადგურეს, ქართულ გენში გმირული სული მაინც ვერ ჩაკლეს, თქვენც ამ გენის გამოვლინებანი ხართ. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნის სამსახურისთვის კვლავაც დაუღალავი მუშაკობა. ასევე, მინდა დავლოცო თქვენი გარდაცვლილი თანამოძმენი და შევთხოვო უფალს მათი სულთა ცხონება, ხოლო მათი შთამომავლების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მშვიდობით კურთხევა, მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლი და წყალობა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხება არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", — ვკითხულობთ პატრიარქის მიმართვაში.
მისალოცი წერილი გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემაც.
"ვულოცავ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს ვეტერანის დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და ვაფასებდეთ ვეტერანებს, ვინაიდან ამ ხალხის დიდი წვლილია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან და უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენი ვეტერანების დაფასებით ხაზს ვუსვამთ მხედრული ვალის ღირსეულ როლს მომავალი თაობების ცნობიერებაში, რაც ქვეყნის სიძლიერის და განვითარების საწინდარია", — განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
ვეტერანების დამსახურების აღნიშვნისა და მათთვის მილოცვის პარალელურად ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა გიორგი გახარიამ. საქართველოსთვის ლიდერმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის ინიციატივა შეურაცხყოფაა ვეტერანებისთვის, რომელთაც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს.
"მშვიდობას პირველ რიგში სჭირდება ძლიერი და განათლებული ჯარისკაცი და ასევე გააზრებული თავდაცვის სტრატეგია, შესაბამისი დაფინანსებით. დღეს ოცნებამ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, ადამიანებს, რომლებმაც 2008 წლის ომი გამოიარეს და იბრძოდნენ ქვეყნის და სამშობლოს დასაცავად. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუბრუნებთ ღირსებას ქართველ ჯარისკაცებსა და ვეტერანებს. მათი თავდადება და მსახურება დაფასებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფინანსურად და სოციალურად, პირველ რიგში მათ თითოეული ჩვენგანი უდიდეს პატივს უნდა სცემდეს. ეს უნდა იყოს ყველაზე კარგი მაგალითი ახალწვეულებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჯარისკაცის მსახურება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იქნება დაფასებული", — განაცხადა გიორგი გახარიამ
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები