გახარია 20 ივნისზე: [გიორგი გახარია] თვითონ იღებდა და აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად
"გიორგი გახარია, სხვებისგან განსხვავებით, ვინც იქ უბრალოდ ახლოსაც არ მივიდოდა, მივიდა და ადგილიდან მართავდა ამ პროცესს და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კანონის შესაბამისად. თვითონ იღებდა და თვითონ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად", — ამის შესახებ ყოფილმა შსს მინისტრმა და პოლიტიკური პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
გახარიამ თქვა, რომ მას გასცა 20 ივნისის აქციაზე მონაწილეების დარბევის ბრძანება და ის ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს.
"მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 20 ივნისს რაც მოხდა, იმ ღონისძიებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, მე ხომ არ შეიძლება, რომ პასუხისმგებელი ვიყო იმაზე, რასაც ვინმე სხვა მართავდა, ხომ?
...გიორგი გახარია, სხვებისგან განსხვავებით, ვინც იქ უბრალოდ ახლოსაც არ მივიდოდა, მივიდა და ადგილიდან მართავდა ამ პროცესს და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კანონის შესაბამისად. თვითონ იღებდა და თვითონ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად", — განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ის, რაც 20 ივნისის პარლამენტის წინ ხდებოდა, იყო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და მის უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც შემდეგ გაიპარნენ და "ეს ბავშვები შეატოვეს პოლიციას".
"ეს იყო ორგანიზებული შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე სახელმწიფო ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილების მიზნით. ამ ორგანიზების უკან იდგნენ კონკრეტული ადამიანები, რომელთაც გასცეს ბრძანება შტურმის დაწყებაზე, რომლითაც პარლამენტის დარბაზია აავსეს ადამიანებით, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა პარლამენტთან. მიუხედავად ამისა, პოლიცია 3 საათის განმავლობაში ამას ითმენდა, სანამ არ გახდა ეს სახიფათო პოლიციელების სიცოცხლისთვის.
ადეკვატურობა შევინარჩუნოთ, რასაც ვლაპარაკობთ ადეკვატურად გადავთარგმნოთ. ეს იყო ორგანიზებული შტურმი [პარლამენტზე], რომელსაც ჩემდა საუბედუროდ მოჰყვა ადამიანების დაზიანება. სამწუხაროდ, მაგრამ ეს არ ყოფილა ღონისძიება მაკო გომურის წინააღმდეგ. ეს იყო ღონისძიება პარლამენტის შენობის შტურმისგან დასაცავად. მე მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას ჩემზე, მე მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მე ვარ პასუხისმგებელი. ამ შტურმის ორგანიზატორები, რომლებიც გაქრნენ და გაიფანტნენ, კითხვა დაისვით, შტურმის ორგანიზატორებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ეს შტურმი, მერე ეს ბავშვები შეატოვეს პოლიციას და თვითონ გაიპარნენ და დაიმალნენ. მათ პასუხისმგებლობის აღების კი არა, ჩვეულებრივი კურდღლები არიან. რაღაცას რომ აპირებ და რაღაცას რომ იწყებ, მაკო გომურის ზურგს კი არ უნდა ამოეფარო, უნდა გამოხვიდე, რომ ამას ვაკეთებდი მე.
ფაქტი არის ის, რომ ვიღაცამ დააორგანიზა შტურმი პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით, რასაც შემდეგ მოჰყვა ეს ყველაფერი და გათვალისწინებით, მე შშს მინისტრი ვიყავი და ჩემი მთავარი ამოცანა იყო სახ ინსტიტუტების დაცვა.
ეს ტრაგედიაა და ეს ადამიანები... ეს ჩემი ტრაგედიაა, თქვენ ამ ხალხს იყენებთ უბრალოდ. თქვენ ეს გჭირდებათ, რომ გამოხვიდეთ აქ და არჩევნების წინ აქ რაღაც ბუღი დააყენოთ", — ამბობს გახარია.
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, 20 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების თავიდან ასაცილებლად, ახლაც იმავეს გააკეთებდა.
"ზუსტად იგივეს გავაკეთებდი ახლაც. ზუსტად იგივეს, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის აი, ეს ავადმყოფური მიზანი, ნებისმიერ ფასად ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ფიზიკური ძალადობის ფასადაც კი, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს არის დასამთავრებელი და მაშინ მე ამაში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს უზარმაზარი ტვირთია მაგრამ ძალადობა პოლიტიკაში ხელისუფლების ცვლილების მიზნით, ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად არის კატეგორიულად მიუღებელი და ასეთ პირობებში სახელმწიფოს თავისი ადგილი და როლი უნდა შეასრულოს", — განაცხადა გახარიამ მთავარი არხის ეთერში 20 ივნისზე საუბრისას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები