იაჰია სინვარი მოკლეს — მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება
ფოტო: ABC News
ცნობები იმის შესახებ, რომ ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გუშინ, 17 ოქტომბერს გაავრცელეს. სინვარი მიიჩნევა სამხრეთ ისრაელში 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად.
გავრცელებული ინფორმაციით, სინვარი არ იყო სპეცოპერაციის სამიზნე და ღაზაში რეიდის შედეგად დაწყებული შეტაკებების შედეგად მოკლეს. მხოლოდ მოგვიანებით, ტერიტორიის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს, რომ რაფაში ერთ-ერთ მოკლულთაგან ჰამასის ლიდერიც იყო.
მისი ვინაობა დნმ-ის ტესტის საფუძველზეც დადასტურდა.
IDF-ისა და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შინ ბეთის მიერ ერთობლივად გაკეთებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 162-ე დივიზია იმ ადგილებში ახორციელებდა სამხედრო ოპერაციებს, სადაც დაზვერვამ მიუთითა, რომ ჰამასის მაღალჩინოსნები იმალებოდნენ.
დასავლელი ლიდერების უმრავლესობას მოლოდინი აქვთ, რომ სინვარის სიკვდილი შეიძლება ღაზაში ომის დასრულებას ნიშნავდეს. ასევე ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ჰამასთან ტყვეობაში მყოფი 100 ადამიანი დაიხსნან.
CNN-ის თქმით, ისრაელის ღაზაში შეჭრის სამხედრო ოპერაციების დაწყებას 42,000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, ხოლო 2.2 მილიონ ადამიანს კი, ელემენტარული ჰუმანიტარული პირობების ნაკლებობის გამო გადასახლება მოუწიათ.
მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება სინვარის სიკვდილზე:
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაქო ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის ძალები და დასძინა, რომ მათ "საქმე არაჩვეულებრივად შეასრულეს". თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენის თქმით, სამხედრო ლიდერის სიკვდილი არის "ბედნიერ დღე ისრაელისთვის, აშშ-სა და მთელი მსოფლიოსთვის".
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კეირ სტარმერმა სინვარი მოიხსენია როგორც "ჰოლოკოსტის შემდეგ, ებრაელების მომაკვდინებელი დღის მთავარი ორგანიზატორი" და დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი "არ იგლოვებს მის სიკვდილს".
საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ "იაჰიას სინვარი იყო მთავარი პასუხისმგებელი პირი იმ ტერორისტული და ბარბაროსული აქტების, რომელიც 7 სექტემბერს მოხდა. დღეს ჩემი ფიქრები და ღელვა (ტერაქტის დღეს დაღუპულთა) დაზარალებულებისკენ არის მიმართული, ისევე როგორც ჩვენი 48 თანამონაწილეებისკენ და მათი ახლობლებისკენ. საფრანგეთი მოითხოვს ტყვეების გათავისუფლებას, რომლებიც ჯერ კიდევ ჰამასთან იმყოფებიან".
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ "სინვარი ბრუტალური მკვლელი და ტერორისტი იყო, რომელსაც ისრაელისა და მისი ხალხის განადგურება სურდა". მან დასძინა, რომ ჰამასმა სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მძევლები და დაყაროს იარაღი. მისივე თქმით, "ღაზას ხალხის გადარჩენისთვის ბრძოლა საბოლოოდ უნდა დასრულდეს".
იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ თქვა, რომ დარწმუნებულია ახალი ფაზა ახლა უნდა დაიწყოს: დროა ყველა მძევალი გათავისუფლდეს და სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს, ამასთან უნდა დაიწყოს ღაზას რეკონსტრუქცია".
ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაენმა ამბობს, რომ "სინვარი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი იყო, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის. ის მთავარი ორგანიზატორია 7 ოქტომბრის მკვლელობებისა და ხოცვის, გაუპატიურებისა და გატაცების. ამიტომ მისი სიკვდილი საგრძნობლად ასუსტებს ჰამასს”.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უფროსმა ჯოზეფ ბორელმა კი ხაზი გაუსვა იმას რომ "(სინვარი) იყო დაბრკოლება სასწრაფოდ საჭირო ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებისთვის." ბორელმა იქვე დასძინა: "უნდა დასრულდეს ძალადობა, მძევლების გათავისუფლება და პალესტინელების ტანჯვა შეწყდეს".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები