ნათია მეზვრიშვილი

19 Oct. 2024, 16:54

"ფაქტობრივად, არც ერთი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორი არ დარჩა, კონკრეტული ქვეყნების მთავრობები აკეთებენ მწვავე განცხადებებს. გერმანიის, საფრანგეთის, ევროკავშირის წევრის სხვა ქვეყნების პოზიციები ვიცით, რაც კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. სტრატეგიული პარტნიორების მთავარი ფოკუსი არჩევნებზე იქნება, დასავლეთი რეალურად, გამადიდებელი შუშით უყურებს ჩატარდება თუ არა ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, როგორც ერთადერთი შანსი იმისა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს, მოგვიწევს, საერთოდ დავივიწყოთ ოცნება ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამაზე საუბრობს ჰელსინკის კომისია, ამაზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი და დასავლეთიდან სხვა პარტნიორები. ეს გზავნილები მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მკაფიოა, ჩვენ რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, რადგან თუ ოცნება ხელისუფლებაში დარჩება, ევროკავშირს დავემშვიდობებით, არათუ საბოლოო წევრობას, არამედ, ნებისმიერ პროგრესს დავემშვიდობებით ევროინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობ, ამას მოქალაქეები კარგად აცნობიერებენ. ჩვენ უკვე სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ვიმყოფებით, ეს 26 ოქტომბრის შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება, ამისკენ მიგვანიშნებენ ჩვენი პარტნიორები, რომ უფრო მწვავედ იქნება მიდგომები, ყველანაირი ფინანსური დახმარება შეგვიჩერდება, ის დახმარება, რომელიც ჯანდაცვას, განათლებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოქალაქეებს ხმარდება, ეს არის ერთადერთი ფულია, რასაც ოცნება ვერ იპარავს, დანარჩენი — ბიუჯეტის ფულს, იპარავენ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…