სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

19 Oct. 2024, 21:57

"ყველაფერი კარგადაა და კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ქვეყანაში, რადგან ის 4 მთავარი ძალა, რჩება ერთგული ქარტიისა.

ესაა ის რაც ყველაზე მთავარი რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას თვითონ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით, რომელი პარტია უფრო ახლოსაა თქვენს სურვილებთან და გემოვნებასთან, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისთვის, ჯამი ამ ხმებისა, მიგვიყვანს ევროპაში, ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულობის გარეშე. თქვენ აირჩიეთ, რომელი გირჩევნია, და ყველა წავალთ ამ გზაზე.

ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ბოლო განცხადებები, რაც მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ასევე დღეს შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც არამხოლოდ გამიმეორა მხარდაჭერა, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი ისინი დაინახავენ ნებას, რომ დავუბრუნდეთ ევროპას, მაშინვე დაგვაბრუნებენ ევროპის გზაზე, მაშინვე აღდგება დახმარებები და ყველანაირი მხარდაჭერა.

ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ ძალიან ბევრნი ვიქნებით და მეც თქვენთან ერთად ვიქნები.

მე დარწმუნებული ვარ ჩვენ უარს ვეტყვით ერთპარტიულობას, პოლარიზაციას, ერთმანეთის სიძულვილს. ის გზა, რომელზეც ახლა ვდგავართ, არის გზა განვითარებისა, მშვიდობისა, განათლებისა...

ვიცი, რომ არის მუქარა, ზეწოლა. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ არაფრის, ჩვენს სწორ გზაზე ვართ. არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში თქვენი ყველა ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება ჩვენი ერთობლივი მომავალი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
  3. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
  4. ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
  5. ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…