თეგეტა აკადემიის ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა
ფოტო: თეგეტა
· პროექტი შპს ტრანსფორდთან (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება
თეგეტა აკადემიამ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ოქტომბრიდან მსმენელთა მიღებას აცხადებს. სასწავლო პროცესი ორივე ფილიალში ნოემბრიდან დაიწყება. ახალ კურსებზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
თეგეტა აკადემიამ მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 14 პროგრამის წარმართვაზე მოიპოვა უფლება, კერძოდ, ბათუმის ფილიალისთვის - 6-ზე, ხოლო ფოთისთვის 8-ზე. აკადემიამ დადგენილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება ფილიალებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
ფოტო: თეგეტა
ნინო ერისთავი, თეგეტა აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერი: "თეგეტა აკადემიამ“ წინასწარი მოკვლევისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შრომის ბაზრის საჭიროებები გამოავლინა და, შესაბამისად, შეიმუშავა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება გაიარონ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილისა და სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. სწავლებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შევარჩიეთ.
აღნიშნული პროექტი USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აკადემიამ მიიღო დაფინანსება და უზრუნველყო პროგრამებისთვის ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. შესაძლებლობა მოგვეცა, ახალი მიმართულებების ფართო სპექტრი შეგვეთავაზებინა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტის ფარგლებში აკადემია გადაამზადებს დაახლოებით 300 ადამიანს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგიონის განვითარებაზე".
წელს მიღება ბათუმში პროფესიული მომზადების 3 პროგრამაზე გამოცხადდა: მსუბუქი ავტომობილის პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი; მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი; სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება. რაც შეეხება ფოთის ფილიალს, აქ მსმენელებს სწავლის დაწყება წელს ორ პროგრამაზე - პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (მომზადება) და პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (გადამზადება) - შეეძლებათ. სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება
ფოტო: თეგეტა
პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობითა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, „თეგეტა აკადემიამ“ ფოთში ახალი ფილიალი გახსნა, ხოლო ბათუმში უკვე არსებული განავითარა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.
სოფო გურალია, თეგეტა აკადემიის რეგიონული მენეჯერი: "იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები მორგებულია ბიზნესსექტორის საჭიროებებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მსმენელებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოეცადათ რეალურ სამუშაო გარემოში, რასაც უკვე ითვალისწინებს თითოეული პროგრამა. შევქმენით შესაძლებლობა, პარტნიორი კომპანიის - ფოთში, შპს „ტრანსფორდის“ და ბათუმში, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის “თეგეტა მოტორსის“ გარემოში, მსმენელებმა განავითარონ პრაქტიკული უნარები. ასევე, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.
ვფიქრობ, პროფესიული განათლების მიმართულებით თეგეტა აკადემია ძალიან მალე საკუთარ სიტყვას იტყვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. შესაბამისად, თეგეტა აკადემია რეგიონული ფოკუსით იწყებს მოგზაურობას პროფესიულ განათლებაში!"
პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა; ჯამში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები