ჯემალ გამახარია: აფხაზეთში 6 ბანკი იმ შეთანხმებას აპროტესტებს, რომელიც აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს
აფხაზეთში მოქმედი 6 ბანკი აპროტესტებს რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას, რომელიც დე-ფაქტო პარლამენტში იხილება და რომელიც აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს, — ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ "ეს არის კაბალური, დამამცირებელი და კოლონიალური სახის შეთანხმება, რომელიც მათთვის დამღუპველია და უარს ამბობენ".
ჯემალ გახარიას კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს:
„რუსული ბანკები ქმნიან თავიანთ ფილიალებს და მთელი ანგარიშსწორება, ფინანსური ოპერაციები, რაც უზარმაზარ მშენებლობებთანაა დაკავშირებული, აფხაზეთის გვერდის ავლით ხორციელდება. არავითარი გადასახადი აფხაზეთის ბიუჯეტში არ შედის. ამ უზარმაზარი თანხის შემოსვლასთან და ხარჯვასთან აფხაზეთის ბანკებს კავშირი არ აქვთ. ამასთან დაკავშირებით ბანკების პროტესტი — 6 ბანკი აპროტესტებს ამ დოკუმენტს.
ამ დოკუმენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტშია გაწერილი საკითხები, როგორ ხდება დაფინანსება. ბანკებისთვის ძალიან დიდი შემოსავალია, როდესაც ათეულ ასობით მილიარდ რუბლზეა საუბარი. ფილიალზეა საუბარი, ესეც მნიშვნელოვანია - ბანკი რომ შემოვიდეს, ადგილზე გადასახადი უნდა იხადოს. ფილიალი როდესაც შემოდის, რუსული კანონმდებლობის საფუძველზე ფუნქციონირებს და არა ადგილობრივი კანონმდებლობის. შესაბამისად, გადასახადს უხდის თავის სათავო ორგანიზაციას და არა აფხაზეთის ბიუჯეტს. არა მარტო მშენებლობის პროცესში, არამედ მშენებლობის დამთავრების მერეც 8 წლის განმავლობაში ისინი არანაირ გადასახადს აფხაზეთში არ იხდიან. 8 წლის შემდეგ ვის გადაუხდიან, ეს აქ არ წერია. სავსებით დასაბუთებულად ვარაუდობენ, რომ ეს გადასახადი 8 წლის შემდეგაც რუსეთში წავა. რუსული მხარე ამბობს, თუ ასე არ გავაკეთებთ, არ მაქვს გარანტია, რომ ჩემი ინვესტიციები დაცული იქნება. აფხაზები ეუბნებიან, გვაქვს ადრე მიღებული კანონი უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ; რუსები კი ეუბნებიან: კი ბატონო, კანონი გაქვთ, მაგრამ რაც აქამდე ინვესტიციები შემოგვიტანია, დაცული არაა. ბევრი შემთხვევაა ბიზნესმენების გაძარცვის, ბიზნესის წართმევის და ა.შ. ამიტომ, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი ბანკების ფილიალების მეშვეობით უნდა განვახორციელოთ ეს ოპერაციები. აფხაზები ამბობენ: თქვენი ბანკების მეშვეობით თუ განხორციელდება, ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს ფული კიდევ სხვა რაღაცებზე არ დაიხარჯება და ეს ყოველივე კორუფციის საგანი არ გახდება. აფხაზური მხარე ამბობს, რომ ამით აუცილებლად გაკოტრდება ეს ბანკები. რადგანაც საქმე ძირითადად ტურისტულ ბიზნესს ეხება, იქ დასაქმებული აფხაზებიც გაკოტრდებიან. აფხაზეთი ვერაფერს მიიღებენ მილიარდიანი ინვესტიციებიდან. ამასთან, ამ შეთანხმების მიხედვით, მუშახელი რუსებს ჩამოჰყავთ. ამბობენ, რომ აფხაზეთში კვალიფიციური მუშახელი არაა. ე.ი. ასიათასიან ქონებას შეიძენენ, რამდენი ათასი მუშა უნდა შემოიყვანონ და აფხაზების ადგილი არ რჩება აფხაზეთში. ეს არის ყველაფერი იმის მიზეზი, რატომაა ასეთი ხმაური ატეხილი აფხაზეთში.
მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ეს არის კაბალური, დამამცირებელი, შეთანხმება. კოლონიალური სახის შეთანხმება, რომელიც დამღუპველია და უარს ამბობენ", — განაცხადა გამახარიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები