იშოპინგე კრიპტოზე — შეიძინე კრიპტო პირდაპირ საბანკო ბარათით
ფოტო: Cryptal
იშოპინგე კრიპტოზე — სასურველს აქტივებს პირდაპირ საბანკო ბარათით იყიდი
კრიპტოაქტივებთან, იგივე კრიპტოსთან ურთიერთობა, მათი ყიდვა, გაყიდვა და შენახვა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სირთულეს უკავშირდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციულ საფინანსო და კრიპტო სამყაროებს შორის კავშირი ჯერ კიდევ შორია.
თუმცა, ბოლო რამოდენიმე წელია, ინდუსტრია იმაზე გამარტივებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მომხმარებლებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ გამოცდილების გარეშე შეიძინონ მათთვის სასურველი ისეთი პოპულარული ციფრული აქტივები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვები არიან.
CRYPTAL-ის ახალი ფუნქციონალის დახმარებით კი, კრიპტო აქტივებთან ურთიერთობა კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელია.
პლატფორმის გამოყენებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ კრიპტო პირდაპირ, მათთვის სასურველი, საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის საბანკო ბარათების მეშვეობით შეიძინონ. გარდა იმისა, რომ ამ მეთოდის დახმარებით კრიპტო აქტივი მყისიერად, სასურველ საფულესა და მისამართში აისახება, მომხმარებლები უმარტივესი გზას გადიან შერჩეული ციფრული აქტივის ფლობამდე.
თუკი ერთხელ მაინც გამოგიწერია რაიმე პროდუქტი Amazon-დან, Veli-დან ან სხვა რომელიმე E-Commerce პლატფორმიდან, მაშინ კრიპტოს ყიდვა შენთვის ნაცნობი პროცესია, კრიპტალი კი მომხმარებლებს ზუსტად ამ გამოცდილებასა და სიმარტივეს სთავაზობს.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
იმისათვის, რომ კრიპტოს ყიდვა პირდაპირ შენი საბანკო ბარათებიდან შეძლო, პირველ რიგში საჭიროა მარტივი რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი გაიარო, რომელიც სამომავლოდ შენი აქტივების უსაფრთხოდ შენახვასა და კომფორტულ კრიპტო მოგზაურობაში დაგეხმარება.
შემდგომ კი, მიჰყვები E-Commerce-ის მსგავს, ნაცნობ და მარტივ პროცესს. ირჩევ სასურველ კრიპტოს, უთითებ არჩეული ციფრული აქტივების რაოდენობას პირდაპირ ან წერ რამდენი ლარის კრიპტო გინდა დაგიჯდეს საფულეში.
შემდგომ ირჩევ, იმ ბანკის ბარათს, რომლითაც კრიპტოს ყიდვა გინდა და სულ ეს არის, რამოდენიმე წამში შენს მიერ ნაყიდი აქტივები საფულეში გაჩნდება.
თუკი დეტალური ინფორმაცია გაინტერესებს, როგორ შეგიძლია კრიპტოს პირდაპირ საბანკო ბარათით ყიდვა, მაშინ ლინკზე ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ ნახავ.
რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს?
· სწრაფია - ფუნქციონალი საშუალებას გაძლევს კრიპტო აქტივი მყისიერად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე შენთვის სასურველ საფულეში, რამოდენიმე წამში მიიღო.
· მარტივია - კრიპტოს ყიდვა ზედმეტი ინფორმაციისა და შუამავლების გარეშე პირდაპირ, შენივე საბანკო ბარათით შეგიძლია. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა თუ კრიპტო ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამ და კრიპტო აქტივსაც სულ პირველად ყიდულობ.
· ნაცნობია - კრიპტოს ყიდვა ზუსტად იმეორებს იმ პროცესს, რომელსაც სხვადასხვა ონლაინ E-Commerce პლატფორმები სთავაზობენ მომხმარებლებს. თუ ერთხელ მაინც გიყიდია ამაზონზე, ველიზე სხვა ონლაინ მაღაზიაში რაიმე ნივთი, მაშინ კრიპტოს ყიდვა არაფრით განსხვავდება ამ პროცესისგან.
· კომფორტულია - გარდა უშუალოდ აქტივის ყიდვისა, CRYPTAL შესაძლებლობას გაძლევს აქტივები შენთვის სასურველ ადგილას შეინახო - პირდაპირ კრიპტალის საფულეზე ან შენს მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კრიპტო საფულეში გაიტანო.
CRYPTAL-ის CEO ხვიჩა კოპინაძე მედიასთან განახლებული ფუნქციონალის შესახებ
„კრიპტალის მისიაა, რომ იყოს ხიდი ტრადიციულ და კრიპტო სამყაროებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ცნობადობა, ზოგადად, მნიშვნელოვნად გაზრდილია კრიპტო ინდუსტრიის მიმართ, სამომხმარებლო გამოცდილება ამ სამყაროებს შორის იმდენად განსხვავებულია, რომ მომხმარებლებს მაინც უჭირთ ადაპტაცია და პირველი ნაბიჯების გადადგმა.
სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ კრიპტალის მისაა, რომ ეს ორი სამყარო მაქსიმალურად დააახლოოს ერთმანეთთან. ამას ემსახურება ახალი ფუნქციონალის გაშვება, რა დროსაც მომხმარებელი კრიპტოს ელ.კომერციის გამოცდილებით შეიძენს.
კრიპტოს შეძენის ტრადიციული მოდელი არის ის, რომ მომხმარებლები ჯერ ავსებენ მათ საფულეებს თანხით, შემდეგ ახდენენ გადაცვლას ფიატის ექვივალენტის კრიპტოში და შემდეგ გააქვთ საკუთარ კრიპტო საფულეებზე. ეს სამი ნაბიჯი დავიყვანეთ ერთ უნივერსალურ პროცესამდე, ერთ ნაბიჯამდე, რომლითაც დამწყებ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ კრიპტო აქტივი ისევე შეიძინონ, როგორც შოპინგობენ ონლაინ.“
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოს ყიდვა და ზოგადად, კრიპტო ინდუსტრიასთან წვდომა, ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით გამარტივებულია, ზოგიერთი მომხმარებელი მაინც აწყდება სირთულეებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მათ გამოცდილება საერთოდ არ აქვთ და ამ სფეროში დამწყებები არიან.
კრიპტალის ახალი ფუნქციონალი კი, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივები მომენტალურად და მარტივად, პირდაპირ ნებისმიერი ბანკის საბანკო ბარათებით იყიდონ, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან. მომხმარებლები E-commerce პლატფორმების მსგავს და ნაცნობ პროცესს გადიან მათთვის სასურველი აქტივების მისაღებად.
პლატფორმის წყალობით ტრადიციულ და კრიპტო სამყაროებს შორის ზღვარი უფრო შემცირდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები