მამუკა მდინარაძე

21 Oct. 2024, 14:42

"უპრეცედენტოა, განსაკუთრებით, ერთი მიმართულებითაც, რომ, ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით, ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე და ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან ამ მომენტამდე „ნაცმოძრაობის“ არცერთ მედიას არც უცდია, აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სატელევიზიო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს. ფაქტია, ისინი, დიდი ხანია, შეგუებულები არიან მარცხს და, ნაცვლად საარჩევნო შედეგებზე ზრუნვისა, სულ სხვა რამისთვის ემზადებიან. დღეს ჩვენ შევეხებით ნაცების ფეიკკამპანიას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არცერთი პარტია, არც, მათ შორის, ოთხი აგენტურული პარტია საარჩევნო ველზე არ ატარებს კამპანიას, ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი აქვს ერთადერთ პარტიას, ეს ვართ ქართული ოცნება. ასევე, არ არსებობს მეორე პარტია, გარდა ქართული ოცნებისა, რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები. ნამდვილად არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტით და დიფფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…