არჩევნების ბედს ქალები და ახალგაზრდები ვწყვეტთ — GrlzWave და ქალები საქართველოდან
ფოტო: Grlzwave
წლევანდელი არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რომაა, ეს ყველამ ვიცით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას და რუსეთის გავლენასა და ევროპულ მომავალს შორის არჩევანის გაკეთება თითოეული ამომრჩევლის ვალია. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოქალაქეებს საქართველოს ისტორიული მისიის, პროევროპული მიმართულების დაცვისკენ, არჩევნებზე წასვლისა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. ამ მცდელობებს შორის გამოირჩევა კამპანია #ქალებივირჩევთ, რომელსაც ორგანიზაციები GrlzWave და "ქალები საქართველოდან" ხელმძღვანელობენ და რომელიც პოლიტიკური გაურკვევლობის დროს ქალთა გაძლიერების მიზანს ემსახურება.
ქვეყანაში, სადაც გენდერი და პოლიტიკური ჩართულობა ხშირად ურთიერთკავშირშია, #ქალებივირჩევთ ნაბიჯის წინ გადადგმისა და ჩვენთვის უკეთესი მომავლის არჩევისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, ეს კამპანია მხოლოდ არჩევნებს არ ეხება — ეს თანასწორობის, სიძლიერისა და საქართველოსთვის გზის გაკვალვაში ქალების მიერ შესრულებული როლის მანიფესტაციაა. კამპანიაზე GrlzWave-ის თანადამფუძნებელს, ათინა ბრეგვაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც დაწვრილებით აგვიხსნა მისი მიზნები:
მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის, ღირებულებების, მისიის შესახებ
— ჩვენი ორგანიზაცია GrlzWave უკვე 5 წელია არსებობს. ძირითადად ქვიარ და ფემინისტურ კონტენტს ვაკეთებთ და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ვცდილობთ, თუმცა, ბოლო პერიოდია, GrlzWave-ში ძალიან აქტიურად დავიწყეთ საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კონტენტის შექმნა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და, უფრო კონკრეტულად, არჩევნების თემატიკაზე. თუ აქამდე ძირითადად ქვიარ-ფემინისტური საკითხებით შემოვიფარგლებოდით, ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ ვიწროდ ამ თემებზე მუშაობა იქნებოდა არასწორი და უშედეგო ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმის გამო, რომ არ ვიქნებოდით გულწრფელები და სამართლიანები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენს პლატფორმას გულშემატკივრობს და თვალს ადევნებს. მეორეს მხრივ, არ ვიქნებოდით მართლები საკუთარი თავთან, ღირებულებებთან და იმ იდეასთან, რის გარშემოც გავაერთიანეთ ძალები 5 წლის წინ და შევქმენით GrlzWave.
"წელს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა და აქტიურობა, რომ 26 ოქტომბერს შევძლოთ და დავაკომპლექტოთ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი პარლამენტი."
რატომ გადაწყვიტეთ ქალი ამომრჩევლების მობილიზება?
— ქალები ამომრჩეველთა 54% და მოსახლეობის 52% ვართ. შესაბამისად, ქალების ხელშია ამ ქვეყნის ბედიც, თუ საკმარისად ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნოდ იაქტიურებენ. წლევანდელი არჩევნების ბედს, ჩემი აზრით, ზუსტად ქალები და ახალგაზრდები ვწყვეტთ.
როგორ დაიბადა კამპანია "ქალები ვირჩევთ"?
— #ქალებივირჩევთ GrlzWave-ის და პლატფორმის “ქალები საქართველოდან” ერთობლივი კამპანიაა. დიდი ხანია გვინდოდა, ერთად გვემუშავა და გაგვეკეთებინა კამპანია — ამაზე უკეთესი დრო კი როდის უნდა გვენახა? კამპანიის ფარგლებში ვქმნით სხვადასხვა ემოციურ, საგანმანათლებლო, საინტერესო ილუსტრაციებს, პირად ისტორიებს, ვიდეოებს, რაც საკმაოდ კარგად მუშაობს, როგორც ჩანს, დაინტერესება მაღალია ქალების მხრიდან.
თქვენი აზრით, რა სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგანან ქალები, რომელთა გამოკვეთასაც მიზნად ისახავთ?
— ზოგადად, ყველა ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში ქალები უფრო ღარიბები და მოწყვლადები არიან. უფრო მეტად აწუხებთ სიღარიბე, ინფლაცია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ექიმის კონსულტაციისა და მედიკამენტების ფასი, ხარჯების ზრდა. ქალების ხელფასი 23%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე კაცების, ქალების მხოლოდ 35% არის დასაქმებული და, ზოგადად, საარსებო შემწეობის მიმღებ ანუ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ქალები 24%-ით მეტი არიან კაცებზე.
"წლევანდელი არჩევნების ბედს, ჩემი აზრით, ზუსტად ქალები და ახალგაზრდები ვწყვეტთ."
ქალების ხელფასები ვერ სწვდება მინიმალური ოჯახური საჭიროებების დაფარვასაც კი, შესაბამისად, მეტი შიში აქვთ ემიგრაციაში წასვლის. დღეს ამ პრობლემებზე ხელისუფლებისგან კომენტარს თუ რაიმე ტიპის პოზიციას ვერ მოისმენთ, რადგან არც წინასაარჩევნოდ და არც ბოლო 12-წლიანი მმართველობის პირობებში “ქართულ ოცნებას” არ უზრუნია, არ უფიქრია და გადაუჭირა ის პრობლემები, რასაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთავარ, ყოველდღიურ და უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ასახელებს.
ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების სისუსტეც საკმაოდ პრობლემურია. მე ვერ ვნახე წინასაარჩევნო პროგრამები, სადაც ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია წინ წამოწეული, სადაც ქალებს, როგორც ამომრჩევლებს, ისე ესაუბრებიან და სადაც მათ საჭიროებებზე საერთოდ რამე სახის გეგმას ადგენენ. დემოკრატიის უკუსვლა, ევროკავშირთან და აშშ-სთან შეწყვეტილი, გაყინული ურთიერთობები პირდაპირ აისახება ქალების ცხოვრების ხარისხზე, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ჩვენი მისაღებია — რა გვინდა საარჩევნოდ? უკან დროში დაბრუნება თუ წინსვლა და განვითარება, რისთვისაც წლებია ვიბრძვით?
როგორ შეუძლიათ კაცებს ამ კამპანიის მხარდაჭერა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნაში მონაწილეობის მიღება?
— დაგვინახონ და მოგვისმინონ. მგონი, საწყის ეტაპზე ესეც საკმარისია.
"დემოკრატიის უკუსვლა, ევროკავშირთან და აშშ-სთან შეწყვეტილი, გაყინული ურთიერთობები პირდაპირ აისახება ქალების ცხოვრების ხარისხზე."
რატომ ფიქრობთ, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია?
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, რუსული კანონი, ოფშორების კანონი, ცენზურის / ანტი-ლგბტქ კანონი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავდასხმები ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, აშშ-სთან გაყინული ურთიერთობები — სია ძალიან გრძელია, რის გამოც ვფიქრობ, რომ წელს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა და აქტიურობა, რომ 26 ოქტომბერს შევძლოთ და დავაკომპლექტოთ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი პარლამენტი.
არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ახლა ჩვენს ერთიანობასა და გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. თუ ჯერ კიდევ არ მიგიღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი მომავალი გსურს შენი თავისა და საქართველოსთვის, დაფიქრდი ათინას სიტყვებზე — "რა გვინდა საარჩევნოდ? უკან დროში დაბრუნება თუ წინსვლა და განვითარება, რისთვისაც წლებია ვიბრძვით?"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები