ირაკლი კობახიძე

21 Oct. 2024, 15:26

"თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ. მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს.

…ტყუილის გამავრცელებელი არის ტვ პირველი, მთავარი და ფორმულა, თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეთ, დრონის კადრები ნახეთ... რატომ არის გადაღებული ეს მხარე, იმიტომ რომ, აქეთ ვერ გაავსეთ, ჩაგივარდათ აქცია. ამ მოედნის შევსებას დიდი რაოდენობის ხალხი არ სჭირდება, თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებთ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, ე.ი. აქცია ჩაგივარდა და რეალურად, ერთი კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…