"დასჯილი" მასწავლებლები თქვენგან ველით პასუხს — ეკატერინე წულუკიძე განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს
"ეს იყო ყველაზე უღირსი საქციელი, რითაც შეეძლო მმართველ პარტიას წარმოეჩინა დემონსტრაციულად თავისი "უპირატესობა" და დაესაჯა "საეჭვო" მასწავლებლები", – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი, ეკატერინე წულუკიძე წერს.
მისი თქმით, 20 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის, დაბა მესტიის ნომერ მე-2 საჯარო სკოლის ორგანიზებით მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივმა და დირექტორმა მათი სკოლიდან ის დამსახურებული პედაგოგად წარადგინეს, შემდეგ კი ამოიღეს სიიდან. მისივე თქმით, სასურველი კანდიდატები "ერთ-ერთმა დეპარტამენტმა განიხილა და შეარჩია", რაც პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
"არასოდეს მეგონა თუ პოლიტიკური რეპრესიები შემეხებოდა როგორც მასწავლებელს!
დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის, დაბა მესტიის #2 საჯარო სკოლის ორგანიზებით მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა, რომელსაც ფინანსურად მხარს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უჭერდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებს მოსთხოვეს დაესახელებინათ ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგების კანდიდატურა. თითო სკოლიდან ორი.
ფარის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივმა და დირექტორმა ჩვენი სკოლიდან წარმადგინა მე, რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდი მათ, ვინ თუ არა მათ იციან რას ვაკეთებ მე ჩემო მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის, თემისთვის და ზოგადად რაიონის ახალგაზრდებისთვის.
დადგა დაჯილდოების მომენტი და დარბაზში ვიგებთ, რომ მე ამოღებული ვარ სიიდან და ჩანაცვლებული. მარტო მე არ ვყოფილვარ ამ სიტუაციაში, სხვები თავად იტყვიან , ალბათ… ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ დირექტორები, როცა მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების ნაცვლად თავად იყვნენ ჩანაცვლებული.
ყველაზე კულმინაციური და სასაცილო მომენტი ღონისძიების დასასრულს მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის შემაჯამებელი სიტყვა იყო, როცა იგრძნო უკმაყოფილების ტალღა, რომ თითოეული მასწავლებლის საქმე გაგზავნილი იყო განათლების სამინისტროში და ერთ-ერთმა დეპარტამენტმა განიხილა და შეარჩია სასურველი კანდიდატები. თითქოს უჩვეულო არაფერი, მაგრამ კითხვები მაინც თავს იყრის…
1) რატომ იყო რაიონულ კონფერენციაში ესოდენ ჩართული განათლების სამინისტროს "ერთ-ერთი" დეპარტამენტი სკოლების მიერ წარდგენილ კანდიდატების გაცხრილვაში?
2) თუ დამსახურებას ეხებოდა საქმე, რატომ აღმოვჩნდი ასეთ დამცირებულ პოზიციაში? ნუთუ იმიტომ, რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ ემთხვევა მათსას?
ბოლომდე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ხდება აქ მესტიაში, სადაც მთელმა რაიონმა იცის ჩემი დამსახურების შესახებ, მაგრამ რა დამპალი ყოფილა პოლიტიკა…
ეს იყო ყველაზე უღირსი საქციელი, რითაც შეეძლო მმართველ პარტიას წარმოეჩინა დემონსტრაციულად თავისი "უპირატესობა" და დაესაჯა "საეჭვო" მასწავლებლები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩვენ "დასჯილი" მასწავლებლები თქვენგან ველით პასუხს, რომელ დეპარტამენტში განიხილეს ჩვენი პირადი საქმეები და რატომ გახდა მიუღებელი ჩვენი კანდიდატურა თქვენთვის?
მარიამ ჯაფარიძეს ექნება პასუხი,რატომ უარყო დირექტორების და პედკოლექტივის მიერ წარდგენილი მასწავლებლები? რატომ არ ჩავჯექით მის გემოვნებაში?
გილოცავთ, გაცხადებული პოლიტ-რეპრესიები დასასრულს უახლოვდება და ყველას ნამდვილი სახე ჩნდება!
27 ოქტომბერს შევხდებით!, — წერს ეკატერინე წულუკიძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები