ჰერჩინკი: წადით არჩევნებზე. თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ
ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც გამოხატავს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს — ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მოახლოებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
ჰერჩინსკი ეხმაურება 20 ოქტომბრის ევროპულ მარშსაც და ამბობს, რომ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშების კიდევ ერთხელ ნახვა, მისთვის სიამაყის და სიხარულის მომტანი იყო. ისაუბრა ურთიერთობების გაუარესებასა და გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზეც და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია.
"ნება მომეცით, ჩემი გულიდან წამოსული სიტყვები გითხრათ. ოთხ დღეში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ წახვიდეთ არჩევნებზე და აირჩიოთ თქვენი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ფესტივალი. ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია აირჩიოს საკუთარი და შვილების მომავალი. თუ შეიძლება, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც გამოხატავს თქვენს სურვილებსა და მისწრაფებებს.
ორი დღის წინ მე თბილისში კიდევ ერთხელ ვნახე ევროკავშირის უამრავი დროშა. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, ეს იყო სიამაყის, სიხარულის, ბედნიერების მომენტი. მე უამრავი ადამიანი ვნახე ქუჩაში, თითქმის ყველა იქ იყო, და მე ვნახე ახალგაზრდები, თქვენი შვილები, რომლებიც უკეთეს მომავალს იმსახურებენ, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ ლამაზ საქართველოში.
როგორც იცით, სამწუხაროდ, ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად არის გაუარესებული. საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროკავშირის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია.
ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულსატკენია, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კი, ნაცვლად ამისა, სულ უფრო შორდება ამ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვაში: ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს.
ევროკავშირი არის წარმატების ისტორია. ეს არის მშვიდობის პროექტი, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების გარანტია ყველასთვის და არამხოლოდ რამდენიმე მდიდარი ადამიანისთვის, რომლებიც ლიმუზინებით დადიან.
შეხედეთ ჩემს ქვეყანას, რომელიც 30 წლის წინ ბანკროტი იყო, ახლა კი წარმატების მაგალითია სწორედ ევროკავშირის წყალობით. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა, საშუალება მიეცა, რომ უდიდესი ცივილიზაციური ნახტომი გაეკეთებინა და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ჩვენის მხრივ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გასულ დეკემბერს მივიღეთ თქვენთვის კარის გახსნის გადაწყვეტილება. ჩვენ გელოდებით და ახლა თქვენ უნდა შემოხვიდეთ ამ ღია კარში. ვერავინ გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად. ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ეს თქვენი ქვეყანაა და თქვენი არჩევანია." — აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები