ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2024 წლის არჩევნებისთვის — TI-ის შუალედური ანგარიში
ორგანიზაციის ცნობით, დაკვირვებამ აჩვენა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, "როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია", მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის.
TI-ის ცნობით, მთავარ გამოწვევებს შორისაა:
- გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე „რუსული კანონის“ ნეგატიური გავლენა;
- ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროებისთვის გამოყენება;
- ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება;
- ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება;
- მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები".
ორგანიზაცია ამბობს, რომ "წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებისადმი ლოიალობით თავი გამოიჩინეს ე.წ. "დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა" – ანტიკორუფციულმა ბიურომ და კომუნიკაციების კომისიამ.
ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო გადაწყვეტილება: 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა გამოსცა გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" და მისი აღმასრულებელი დირექტორის – ეკა გიგაურის მიმართ, რომლითაც ორგანიზაციაც და მისი ხელმძღვანელიც ცნობილ იქნენა "განცხადებული საარჩევნო მიზნების" მქონე სუბიექტებად. თავის გადაწყვეტილებაში ბიუროს უფროსმა არსებითად გადააკეთა ორგანული კანონის ნორმები, რადგან ფაქტობრივი გარემოებები მას ასეთი გადაწყვეტილების შესაძლებლობას არ აძლევდა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის საჯარო დავალებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა თავისი გადაწყვეტილება გააუქმა. ამის მიუხედავად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" საქმიანობას წინასაარჩევნო პერიოდში ხელი მაინც შეეშალა, რადგან ორგანიზაცია, იმის ნაცვლად, რომ სადამკვირვებლო მისიის საკითხებზე მუშაობით ყოფილიყო დაკავებული, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო კონცენტრირებული.
კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროვება: აგვისტოდან დაწყებული, სექტემბრის და ოქტომბრის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიამ, სხვადასხვა მოტივებით, არაერთხელ სცნო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები – მთავარი არხი, ფორმულა და პირველი სამართალდამრღვევებად, რასაც შედეგად სასამართლოების მიერ აღნიშნულ მაუწყებლებზე საკმაოდ მძიმე ჯარიმების დაკისრება მოჰყვა. კომისიის რეპრესიული გადაწყვეტილებების მიზეზი გახდა სარეკლამო ვიდეო რგოლების მეშვეობით ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშეწყობა; "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციების ასახვა; ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეკლამის განუთავსებლობა, რომელშიც არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები; აღნიშნული მაუწყებლების უარი ქართული ოცნების კიდევ ერთი სარეკლამო რგოლის განთავსებაზე, რომელშიც მმართველი პარტია უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებდა და რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების განადგურებას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა; პარტიისთვის გახარია საქართველოსთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და სხვ.“ — წერია ანგარიშში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები