Boom Boom Beach-ში დღეს Tiefschwarz-ის მოსმენა შეგიძლიათ
ფოტო: Boom Boom Beach
ლეგენდარული გერმანული დუოს დამფუძნებელი, Ali Schwarz, პროექტის შექმნიდან 20 წლის თავზე ბათუმს სტუმრობს.
Tiefschwarz 20 წლის წინ ქალაქ შტუტგარტში შეიქმნა. ძმებმა, ალი და ბასტი შვარცებმა, კარიერა საკლუბო სისტემას ადრეულ 90-იან წლებში დაუკავშირეს. ალი ცნობილი ON-U-სა და Red Dog-ისთვის მუშაობდა.
ძმებმა მალევე გადაწყვიტეს საკუთარი მუსიკალური პროექტი შეექმნათ. მათი პირველი რელიზი Music-ია, რომელიც 1998 წელს ნიუ-იორკულ Wave Music-ზე გამოვიდა. სადებიუტო ალბომი "Ral-9005" კი იმდენად წარმატებული გამოუვიდათ, რომ მსოფლიოს გარშემო არაერთი ტური დაგეგმეს.
2000 წელს ლონდონურმა ლეიბლმა Classic მათი რემიქსების კრებული “A Little Help For Your Friends” გამოუშვა.
Tiefschwarz
ფოტო: Resident Advisor
2000-იანებიდან მოყოლებული პროექტი ისეთი არტისტების ნამუშევრების რემიქსებს ქმნის, როგორებიც არიან Ultra Naté, Freaks, Isolee, The Rapture, Cassius, Minimal Compact, DJ Hell, Missy Elliot and Kelis, Madonna, Depeche Mode.
2006 წელს ალიმ და ბასტიმ გერმანიაში დაბრუნება გადაწყვიტეს და შექმნეს ლეიბლი Souvenir. 2007 წელს მათი საუკეთესო ნამუშევრების კრებული გამოვიდა. 2008 წელს კი დუეტს პროდიუსერი Philipp Meier იგივე Santé შეუერთდა.
2010 წელს Tiefschwarz-მა დისკი "Chocolate" ჩაწერა, რომელიც მათ შემოქმედებაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია - ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, თუ ძველი და ახალი სტილის იდეალური შერწყმით. დისკს მალევე ციფრული გაგრძელება მოჰყვა, სახელად "More Chocolate", უკვე მოგვიანებით კი რემიქს ალბომი "Melted Chocolate".
Tiefschwarz-თან ერთად 16 აგვისტოს ქართულ პროექტს - Autumn Tree-ს მოისმენთ. დუო Greenbeam&Leon-ის საიდ პროექტია. Autumn Tree-ს შექმნის იდეა მას მერე გაჩნდა, რაც მუსიკოსებმა ტრადიციული ტექნო ჟღერადობისგან სრულიად განსხვავებული მუსიკის წერა დაიწყეს.
პროექტი მელანქოლიურ, მინორულ მუსიკას ქმნის. მათი სეტები კი ღრმა, ეიფორიული და მელოდიური საუნდით გამოირჩევა.
ივენთი 23:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ Eventer-ზე ან კარზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები