ევროპის სასამართლო: რუსეთის "უცხოელი აგენტების" კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს
ფოტო: ვიკიპედია
რუსეთის კანონები, რომლებიც ბევრ აქტივისტს, მედია ორგანიზაციას და ინდივიდს აიძულებს "უცხოელ აგენტებად" დარეგისტრირდნენ, თვითნებურია და ადამიანის უფლებებს არღვევს. ამის შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია საუბარი. ინფორმაციას ონლაინ გამოცემა barrons.com აქვეყნებს.
"კანონმდებლობა იყო სტიგმატიზებული, შეცდომაში შემყვანი და გამოიყენებოდა ზედმეტად ფართო და არაპროგნოზირებადი კუთხით", — წერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
ევროპელი მოსამართლეების მტკიცებით, რუსეთის კანონების მიზანი იყო დასჯა — დაშინება და არა გამჭვირვალობის რაიმე სავარაუდო საჭიროება, ან ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება.
საქმე 107-მა მოსარჩელემ აღძრა, მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, აღსანიშნავია უფლებადამცველი ორგანიზაცია მემორიალი, რომლის კვლევის სფეროა საბჭოთა დანაშაულები, ასევე რადიო თავისუფალი ევროპა და რადიო თავისუფლება.
საქმეზე "შპს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება და ანდრეი შარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები, რომლებიც ეხება სიტყვის თავისუფლებას და გაერთიანების თავისუფლებას. ინფორმაციას რადიო თავისუფლება აქვეყნებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მოქმედი კანონმდებლობა "უცხოეთის აგენტების" შესახებ ახდენს სტიგმატიზაციას, არის შეცდომაში შემყვანი, ძალზე ფართოდ და არაპროგნოზირებადი სახით გამოიყენება და, ზოგადად, მიზნად ისახავს დასჯას და არა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდას. ცალკეა მითითებული რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე, მარკირებულ იქნეს ე.წ. "უცხოეთის აგენტების" მიერ გაკეთებული ყველა პუბლიკაცია. ეს და სხვა შეზღუდვები, როგორც ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, ძირს უთხრის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს.
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აუნაზღაუროს რადიო თავისუფლებას და ანდრეი შარის ხარჯები დაახლოებით 60 ათასი ევროს ოდენობით, ასევე აანაზღაუროს პირდაპირი ზიანი დაახლოებით 950 ათასი ევროს ოდენობით.
რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა მედიაორგანიზაციის მტკიცე გადაწყვეტილების შესახებ, ნებისმიერ პირობებში გააგრძელოს მუშაობა რუსეთში.
რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას. მედიაკორპორაციის რუსულენოვანი რედაქციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ფიზიკური პირის სახით არის შეყვანილი "უცხოური აგენტების" სიაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები