მერია VS GWP – რამ გამოიწვია ზღვისუბნის პარკის დატბორვა?
ფოტო: NEWS.On.ge
ზღვის უბანში ახლად გახსნილი პარკი, რომელზედაც მთავრობამ 40 მლნ ლარი დახარჯა, კანალიზაციამ ჩარეცხა, — ამის შესახებ ინფორმაცია, 22 ოქტომბრის ღამეს, სოციალურ ქსელში, გვერდმა ჩემი ქალაქი მკლავს გაავრცელა.
Bm.ge-ს მერიაში განუცხადეს, რომ მომხდარი მერიას არ ეხება და GWP-სთან გადაამისამართეს.
23 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პარკში, ფერდზე წყლის ცენტრალური მილია დაზიანებული.
"სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება", – აღნიშნულია განცხადებაში.
Bm.ge-ს GWP-ში კი განუცხადეს, რომ დაზიანებას მათთან კავშირი არ აქვს, აღნიშნული პრობლემა მერიის მიერ მოწყობილ სარწყავ სისტემას ეხება, რომელიც ადგილზე გამწვანებას რწყავს.
"გუშინ საღამოდან ჩვენი ჯგუფი ადგილზე იყო მისული. ნახეს რა ქსელია დაზიანებული. არც წყალია და არც კანალიზაციაა ჩვენი. ეგ არის მერიის მიერ მოწყობილი სარწყავი სისტემა, რომელიც გამწვანებას ადგილზე რწყავს. ახლა, რაც თემქის სკვერში მოედინება, არის წყალი, რომელმაც მიწა ამორეცხა. დაზიანებულია სარწყავი სისტემა. ეს არის მერიის მოწყობილი და არა ჩვენი. კიდევ უფრო მეტად დაზუსტებულ ინფორმაციას მალე მოგაწვდით", — აცხადებენ GWP-ში.
ახლად გახსნილი ზღვისუბნის პარკის დატბორვასთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც გააკეთა. მისი თქმით, "არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა და გამოიწვია პატარა პრობლემა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს".
"რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში გავხსენით ძალიან მაგარი პარკი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისეთი მაგარი პროექტი გამოვიდა. ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო, სრული ჯოჯოხეთი - ნაგავსაყრელი, ჭაობი, სუნი, უბედურება! დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე გვაქვს. გუშინ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი. შესაბამისი კომპანია მუშაობს ადგილზე, დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგდება. აღნიშნულმა გამოიწვია პატარა ფერდის ჩამორეცხვა, უნდა გენახათ, ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებულები და ბედნიერები იყვნენ რომ "აი, რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი რა მდგომარეობაშია". არაფერი მომხდარა, წყლის მილი დაზიანდა, გამოიწვია პატარა პრობლემა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა. ამ ადამიანებს, ყველას, 26 ოქტომბერს შესაბამისი პასუხი გაეცემათ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, განვითარება მოხდეს, აღმშენებლობა და აღორძინება. დედაქალაქთან დაკავშირებით ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს. ყველას ვისაც არ უხარია ამ ქალაქის წინსვლა, მინდა ვუთხრა, რომ ეს ქალაქი იქნება ერთი-ერთი საუკეთესო ევროპაში საცხოვრებლად თავისი სილამაზით, შენობა ნაგებობებით, გამწვანებული სივრცით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასეთი იქნება ჩვენი ულამაზესი დედაქალაქით", — აღნიშნა კალაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები