10 პროდუქტი, რომლებიც "ოცნების" გაკეთებულ პროექტებზე დიდხანს ძლებს
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს/ On.ge
თუ დღეს ინტერნეტის ან ტელევიზიისთვის თვალი არ მიგიდევნებია, კახი კალაძის მიერ პომპეზურად გახსნილი თემქის პარკის დატბორვის ტრაგიკომედიური კადრები შესაძლოა გამოგრჩენოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის ბრწყინვალებასა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე გაუთავებლად გვესმოდა და ველოდით, რომ ეს უდიდესი რეკრეაციული ზონა თბილისის მერის მაგნუმ ოპუსი იქნებოდა, გახსნიდან 2 დღეში პარკი გაუმართავი საირიგაციო სისტემის გამო დაიტბორა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ოცნების" მიერ მილიონებად შეფასებული პროექტები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით თავზე დაგვემხო. წარმოგიდგენთ 5 რამეს, რაც დადასტურებულად უფრო დიდ ხანს ძლებს უნაკლოდ, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ აშენებული პროექტები.
1. თემქის ცენტრალური პარკი vs ხაჭო
ფოტო: On.ge
თემქის პარკი გახსნიდან სულ რაღაც 2 დღეში დაიტბორა. მასზე დიდი გამძლეობა ისეთ მალფუჭებად პროდუქტსაც აქვს, როგორიცაა ხაჭო ან ნებისმიერი რძის ნაწარმი.
2. წერეთლის გამზირი vs კონსერვირებული სიმინდი
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს/ On.ge
წერეთლის გამზირი, რომლის რენოვაციაც $36.6 მილიონი დაჯდა და რომლის გახსნაც დროულად ვერ მოხერხდა, სამუშაოების დასრულებიდან 6 თვეში დაიტბორა. კონსერვირებულ სიმინდს ვადა დაახლოებით 2 წელში გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის დაუზიანებლობის იმედი უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია გვქონდეს, ვიდრე წერეთლის გამზირის.
3. ვარკეთილის მეტრო vs შოკოლადი
ფოტო: ნეტგაზეთი/ On.ge
ვარკეთილის მეტროში რეაბილიტაციიდან 4 თვეში ჭერი ჩამოინგრა. ეს შემთხვევა 2018 წელს მოხდა, რის შემდეგაც მეტროსადგურის ხელახალი რემონტი დაიწყო. დაგვეთანხმებით, რომ 4 თვე ძალიან მცირე დროა იმისთვის, რომ ჭერი თავი ჩამოგვენგრეს — ჩვეულებრივი შოკოლადიც კი უფრო დიდ ხანს ძლებს, ვიდრე “ოცნების” მიერ განახლებული მეტროსადგური.
4. ჭავჭავაძის გამზირი vs რძე
ფოტო: ტაბულა/ On.ge
ჭავჭავაძის გამზირი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო თბილისის მერიისთვის და რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, არაერთხელ დაიტბორა. მაშინ, როცა რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდებოდა, წვიმის შედეგად მთელი გამზირი დაიტბორა და წყალი მიწისქვეშა გადასასვლელში დადგა. ფაქტობრივად, პროექტი გახსნამდე ჩავარდა. ასე სწრაფად მალფუჭებადი პროდუქტიც არ გვახსენდება, რომ შევადაროთ, ამიტომ, მოდით, ვთქვათ, რომ ჭავჭავაძის გამზირმა იმაზე ნაკლებ ხანს გაძლო, ვიდრე რძე ძლებს სათანადოდ შენახვის გარეშე.
5. რიკოთის გვირაბი vs წიწაკა
ფოტო: რადიო თავისუფლება/ On.ge
რიკოთზე მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა რამდენჯერმე გაჩერდა და ჩამოიშალა კიდეც. ეს მშენებლობა წიწაკას მოგვაგონებს, რომელიც ხალხს ამწარებს, ხანდახან კი ხმება და კედელზე ჩამოკიდებულია, ისე, რომ მისი არსებობაც გვავიწყდება.
ხუმრობა იქით იყოს და არჩევნები უკვე კარს მოგვადგა. 26 ოქტომბერს საქართველოს მომავალი წყდება — ან ევროპულ მომავალს ვირჩევთ ჩვენი ქვეყნისთვის, ან ვაგრძელებთ ისეთ რეჟიმში ცხოვრებას, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან არამიზნობრივად ხარჯავს თანხებს, იწყებს მშენებლობებს, რომლებიც რამდენიმე თვეში კვლავ შესაკეთებელია და ადამიანებისთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები