"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" — გამოცემა POLITICO ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს
ფოტო: POLITICO
ბიძინა ივანიშვილის შესახებ POLITICO ვრცელ სტატიას აქვეყნებს და დასაწყისშივე მიუთითებს, რომ "საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნების წინ თავის ქვეყანას რუსეთისკენ ხრის".
გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს თბილისში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქის საცხოვრებელ სივრცეს და ამბობს, რომ 68 წლის მაგნატი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დომინირებს ქართულ პოლიტიკაში. ავტორი აღწერს იმ პოლიტიკურ რეალობას, სადაც პარტიის დეპუტატებს და მინისტრებს ერთგულება მხოლოდ თავად ივანიშვილის მიმართ მოეთხოვებათ და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ბევრი დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს, ამიტომ ივანიშვილი მიიჩნევა ძალად, რომელიც საქართველოს ევროპული ორბიტიდან აშორებს, რათა რუსეთი დაამშვიდოს.
Politico აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა - ყველაფერი კი ელექტრონიკის გაყიდვითა და საკუთარი ბანკის, რუსული კრედიტის შექმნით დაიწყო, რომლის შტაბ-ბინაც მოსკოვში იყო.
ასევე გამოცემა წერს, რომ ამ პერიოდში კონკურენტებმა და ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებმა გამოძალვის მიზნით ოლიგარქის ძმა გაიტაცეს, რის შემდეგაც მან დახმარებისთვის რუსეთის სპეცსამსახურებს მიმართა — Politico აღნიშნავს, რომ როგორც წესი, იმ პერიოდში უშიშროების სამსახურებთან ასეთი თანამშრომლობა უწყვეტ ვალდებულებას ნიშნავდა.
"მისი მეზობელი რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც აქვს დემოკრატიის ზედაპირული თვისებები, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და არჩევნები. მაგრამ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებულია ერთ ხელში", — ნათქვამია სტატიაში.
პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია Politico-სთან საუბარში ამბობს:
"მინისტრებს, მათ შორის პრემიერს, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს, რადგან გადაწყვეტილებები ივანიშვილმა უნდა დაამტკიცოს".
Politico-სთან საუბარში გახარია ოლიგარქზე ამბობს, რომ ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელია, არც პრორუსია და არც პროქართველია, რადგან ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
გამოცემა ასევე ოლიგარქის ბოლოდროინდელ სხვადასხვა გამოსვლებსაც იხსენებს, მათ შორის წერს ივანიშვილის პირობაზე — აკრძალოს ოპოზიცია. სტატიაში აქცენტი "გლობალური ომის პარტიაზე", "მეორე ფრონტის გახსნაზე", დასავლეთის კრიტიკაზე, ჰომოფობიური და რუსული კანონების მიღებაზეც არის გაკეთებული.
"საქართველოს უმდიდრესი ადამიანისთვის, ევროკავშირში ან NATO-ში შესვლაზე უარის თქმა არ იქნება უკანდახევა. თუმცა, რიგითი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ოცნებობენ კეთილდღეობასა და პირად თავისუფლებაზე, სიტუაცია განსხვავებულია. მართლაც, მაშინ, როცა ქვეყანაში ბევრი თავის შემოსავალს ივანიშვილის მფარველობის სისტემას უნდა უმადლოდეს, ბევრი სხვა ეყრდნობა დახმარებას ამერიკიდან და ევროპიდან. ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ფული, მაგრამ საბოლოო ჯამში მის გადაწყვეტილებებზე პასუხს რიგითი ქართველები აგებენ", - წერს Politico.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები