"ოცნება" ამტკიცებს, რომ საარჩევნო გარემო მშვიდი და სამართლიანია — წინასაარჩევნო შეხვედრა ოდირის წევრებთან
ფოტო: ტვ პირველი
ეუთოს "დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისის" (ODIHIR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან პარტიებმა შეხვედრა ცალ-ცალკე გამართეს, ხოლო ქართული ოცნების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ მათ.
შეხვედრაზე ძლიერი საქართველოს, ერთიანობის, გახარია საქართველოსთვის, ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც საერთაშორისო მისიას ყველა მტკიცებულება მიუტანეს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მოპარვას და ძალაუფლების გახანგრძლივების მცდელობას ცხადყოფს.
"ოცნება ამტკიცებს, როგორც იცით, რომ თითქოს საარჩევნო გარემო არის მშვიდი და სამართლიანი და კონკურენტული. რეალურად, არის საპირისპირო. ჩვენ პარტია, მოგეხსენებათ, არის ოცნების მთავარი სამიზნე დაწყებული ივანიშვილის მუქარიდან დამთავრებული ჩვენი პარტიის წევრებზე თავდასხმებით და ბუნებრივია, ეს მტკიცებულებები მოვიტანეთ დამკვირვებლებთან და მთავარი სათხოვარი, რაც გვექნება მათთან, არის ის, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, როდესაც დასრულდება კენჭისყრა და გამოქვეყნდება უკვე საბოლოო შედეგები. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, გაბედავს თუ არა ივანიშვილი, რომ კენჭისყრის დღეს თავიდან აიცილოს ის დარღვევები, რაც ოცნებას დაგეგმილი აქვს, რაც რეგიონებში უკვე ხდება", — თქვა გახარიას გუნდის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე თქვა, რომ სადამკვირვებლო მისიასთან საუბარი წინასაარჩევნო გარემოზე და მოლოდინებზე ექნება.
"50-კაციანი შემადგენლობით არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია. მე მექნება მათთან შეხვედრა. გავაცნობ იმ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი არჩევნების წინ და მექნება საუბარი იმაზე, რა მოლოდინი გვაქვს ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ხვალ ქართველი ხალხის გამარჯვება გაფორმდეს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს ევროპული დღის წესრიგის კოალიციური მმართველობით და ჩვენ გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებები დავიწყოთ ამ ქვეყანაში", — ამბობს სამადაშვილი.
ცნობისთვის, დილიდან საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრები ჩაატარეს ქართული ოცნების ლიდერებთან. ოპოზიციის შემდეგ დაგეგმილია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან და ცესკოს თავმჯდომარესთანაც შეხვედრა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები