სალომე ზურაბიშვილი

26 Oct. 2024, 16:19

"მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივმართო და ვუთხრა, დღევანდელი არჩევნები რამდენად მნიშვნელოვანია. აღვნიშნავ, რომ აქტივობა ძალიან მაღალია და ეს კარგის ნიშანია. საჭიროა, რომ ეს დღის მეორე ნახევარშიც ასევე გაგრძელდეს. საზღვარგარეთაც არაჩვეულებრივი აქტიურობაა [...]

ასევე, მინდა აღვნიშნო ძალიან ცუდი, ძალადობის ფაქტები, რაც სხვადასხვა უბანზე ხდება. ხან მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუმტვრიეს, ხან პირდაპირი ძალადობაა. ჯგუფები არიან შეკრებილი. ერთადერთი მიზანია, რომ იქ დაძაბულობა და კონფრონტაცია მოხდეს [...] ეს სისუსტის მაჩვენებელია, ასე რომ, ამით არავინ შეშინდეს.

მინდა, შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართო, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდები. ჩემი ადმინისტრაცია მის მოადგილეს ვერ უკავშირდება. ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა, მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს, რადგან არ შეიძლება, საარჩევნო უბნებზე ამ ტიპის დაძაბულობა დავუშვათ. ეს ჩვენ არ გვეკადრება."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
  5. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…