ბიძინა ივანიშვილი

26 Oct. 2024, 20:43

იშვიათია ასეთი შემთხვევა მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს წარმატებას. ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს — გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არცერთი მდიდარი ქვეყნის საზოგადოებაზე ნაკლები არაა. ეს სწორედ იმ შეგნებით, რომ [იციან] ვის მისცენ ხმა და საით წაიყვანონ ქვეყანა.

ესაა ჩვენთვის გადამწყვეტი და გარწმუნებთ, რომ უახლოეს ისტორიაში, უახლოეს 4 წელიწადში, ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრს. 4 წელიწადში საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში და არა ისე, რომ ჩვენ რეიტინგებით ვედრებით ვიღაცებს დღეს. ჩვენ, ქართული ოცნება, აუცილებლად დავაფასებთ ამ ნდობას. ეს გუნდი, რომელიც აქაა წარმოდგენილი, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია.

ერთი რამ იცოდეთ — ქართული ოცნების გუნდი მცდელობას არ დააკლებს, რომ საქართველომ ყველა მიმართულებით საუკეთესო შედეგები მიიღოს. არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით ნამდვილად. პოლიტიკას მამაძაღლობა ახლავს ამიტომ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ.

მე დღეს შეხვედრა მქონდა უცხოელ წარმომადგენლებთან, ვინც გვაკვირდებიან. გაოცებულები არიან ჩვენი შედეგებით, რომლებიც ბოლო წლებში მივიღეთ, როგორიც არის საერთაშორისო სავალუტო პროგნოზი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს. არ გაგიმტყუნებთ და მოგემსახურებით. ეს ის ხალხია, რომელიც თქვენს ინტერესებს გაატარებს არა ის — მე იმათზე აღარ ვისაუბრებ, ვინც ვიღაცის დაკვეთებზე ცდილობს, რომ საქართველო წაიყვანოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…