ლონდა თოლორაია: არჩევნები გაყალბდა. ეს ცალსახაა
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
"სრულიად არარეალისტურია მმართველ პარტიას 12 წლის თავზე ეს შედეგი დაედო, არჩევნები გაყალბდა. ეს ცალსახაა", – ამის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის ჩემი ხმა ერთ-ერთი ლიდერი, ლონდა თოლორაია წერს. მისი თქმით, არჩევნებისთვის გაყალბებისთვის მმართველმა პარტიამ დიდი ხნის წინ დაიწყო. ამისთვის დაიქვემდებარა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, გააუარესა და საკუთარ ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა და დაიწყო სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია.
"რაში ეხმარება მმართველ პარტიას დამონებული ინსტიტუტები? — ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებით მომარაგებაში და ამ ინფორმაციით მანიპულაციაში (რასაც აქტიურად იყენებს), მათივე დარღვევებზე და დანაშაულებზე თვალის დახუჭვაში, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისი შავი ფულის "გათეთრებაში" და ა.შ. — რასაც წარმატებით აკეთებდა მთელი ეს პერიოდი.
არჩევნებს წინ უძღოდა: ამნისტია, კრიმინალების ციხიდან გამოშვება ან გამოშვების დაპირება, უძრავი ქონების გაფორმება ან გაფორმების დაპირებები, დეზინფორმაცია ხმის მიცემის ფარულობაზე, პირადობის მოწმობების მასიური ჩამორთმევა, დაშინებები და ზეწოლები - სამსახურიდან გათავისუფლებაზე თუ სხვა სიკეთის წართმევაზე.
რაც შეეხება არჩევნების დღეს, იგი მიმდინარეობდა სერიოზული დარღვევებით: დამკვირვებლებს არ მისცეს დაკვირვების შესაძლებლობა — ზოგი სცემეს, ბევრი გამოაძევეს, ვინც შიგნით იყო, დაკვირვების საშუალება არ მისცეს, ჟურნალისტებს არ მისცეს მუშაობის შესაძლებლობა, ამომრჩევლებზე ხდებოდა 1-ზე მეტი ბიულეტენის მიცემა, ადგილი ჰქონდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემას და 2-ჯერ ხმის მიცემას, მიმდინარეობდა ამომრჩევლის ნების მასიური კონტროლი, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა (ხან კაბინაში იყო ვიღაც, ზოგ უბანზე კამერები იყო მიმართული კაბინისკენ, ბიულეტენებზე მონიშნული არჩევანი ჩანდა ფურცლის მეორე მხარეს), სათანადოდ არ ხორციელდებოდა მარკირება, გადასატან ყუთებზე იყო სრული განუკითხაობა (თუ გადიოდა ყუთი 30 ბიულეტენით, ბრუნდებოდა ნაკლებით), მიმდინარეობდა აგიტაცია კომისიის წევრების მიერ, შეფერხებით მიდიოდა ვერიფიკაციის პროცესი.
ახლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის. საჭიროა გავაერთიანოთ მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებაზე (სადამკვირვებლო მისიების, ოპოზიციური პარტიების). და გვჭირდება სტრატეგია - დღეიდან რას ვაკეთებთ.
აქვე, ცხადია არჩევნები არ ყალბდება ხალხის გარეშე. ეს ცალკე სამუშაო საკითხია - რა გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც არავინ იცის რის ფასად ან რატომ აძლევენ ხმას პარტიას, რომელიც მათივე პირად კეთილდღეობასთანაც კი არ ასოცირდება", — წერს ლონდა თოლორაია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები