გაყალბების სავარაუდო მექანიზმი მარნეულში — რას ჰყვება დამკვირვებელი
თემურ სუყაშვილი მარნეულში სადამკვირვებლო მისია "ხმის გუშაგის" მობილური ჯგუფის კოორდინატორი იყო. 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, ის 16 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. NEWS.On.ge-სთან საუბრისას სუყაშვილი ამბობს, რომ ჯგუფთან ერთად გაყალბების სავარაუდო მექანიზმი აღმოაჩინა.
"შემოდიოდნენ საქართველოს მოქალაქის პასპორტით, აწვდიდნენ რეგისტრატორს, რომელსაც შეჰყავდა ხელით პირადი ნომერი, რომელიც იყო არა უშუალოდ დოკუმენტზე, არამედ მასში იყო ჩადებული პატარა წებოვან ქაღალდებზე მიმაგრებული პირადი ნომრები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმ უბანზე მიწერილ ამომრჩეველს გულისხმობდა. სავარაუდოდ, ეს ამომრჩევლები ან საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ან უბრალოდ იცოდნენ, რომ არ ცხადდებოდნენ არჩევნებზე. შეიძლება გარდაცვლილი პირებიც იყვნენ, ამას სჭირდება გადამოწმება", — გვიყვება სუყაშვილი.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო უბნების 90%-ში, ელექტრონული წესით მიმდინარეობდა. ამ პროცესში ტექნოლოგიების ჩართვამ მის მიმართ საფუძვლიანი ნდობა გააჩინა.
არჩევნების ელექტრონული სისტემა სამი ნაწილისგან შედგება, ესენია: ვერიფიკაციის აპარატი, ხმის მთვლელი აპარატი და პლანშეტი, რომელიც საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ მონაცემების გადასაგზავნად გამოიყენება.
პრობლემა, რომელზეც თემურ სუყაშვილი მიუთითებს ვერიფიკაციის აპარატს ეხება. მასში ამომრჩევლის პირადობის მოწმობა თავსდება, რითაც მისი იდენტობა დასტურდება. თუმცა ეს ვერ მოხდება პასპორტის შემთხვევაში... თუ მოქალაქე ხმის მისაცემად ID ბარათის ნაცვლად პასპორტს იყენებს, რეგისტრატორი მას ვეღარ ათავსებს აპარატში, ვერიფიკაციის მიზნით და პირადი ნომერი ხელით შეჰყავს.
დამკვირვებლის მტკიცებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც თვითონ იმყოფებოდა, იყვნენ რეგისტრატორები, რომლებიც უშუალოდ ამ საქმეს ემსახურებოდნენ. ამ უბნებზე გაურკვეველი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ითავსებდნენ რიგის მომწესრიგებლის ფუნქციას და პასპორტიან მოქალაქეებს კონკრეტულ რეგისტრატორთან ამისამართებდნენ.
"გადაიღო ჩვენმა დამკვირვებელმა შემთხვევა, როცა პასპორტში არსებული პირადი ნომერი არ ემთხვევა იმ პიროვნებისას, რომელიც რეალურად საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა", — ამბობს თემურ სუყაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის ოლქში წარსულშიც ხშირად იკვეთებოდა საარჩევნო დარღვევები, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამ არჩევნებზე მარნეულის უბნებზე არსებული სიტუაცია უპრეცედენტო იყო.
სუყაშვილი მარნეულში მასწავლებლად მუშობს და ბევრი იცნობს, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მასთან მოლაპარაკება ბევრმა სცადა და კანონდარღვევაზე თვალის დახუჭვაც სთხოვეს:
"2013 წლიდან ვმუშაობ მარნეულში, მასწავლებელი ვარ და ყოველკვირეულად, დაახლოებით, 300-მდე მოსწავლესთან მაქვს შეხება. ადგილზე ძალიან ბევრს ვიცნობ. რამდენიმე უბანზე დაგვხვდნენ მშობლები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ყიზილაჯლოს 50-ე უბანს, სადაც ერთ-ერთი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა, შენი მოსწავლეა ჩემი ორი შვილიო და მოდი, დაგვეხმარე, რასაც ვაკეთებთო. ამ კანონდარღვევაში ხელს ნუ შეგვიშლიო, ანუ. ამაზე ჩემი პასუხი იყო ის, რომ ორშაბათს, როდესაც მივალ სკოლაში რა თვალებით შევხედო შენს შვილებს, რომლებსაც ვასწავლი დემოკრატიულ ღირებულებებს; იმას, რომ არჩევნები არის დემოკრატიის ქვაკუთხედი".
სუყაშვილი აღნიშნავს, რომ არცერთი პარტიის წარმომადგენელი არაა და არც არასდროს ყოფილა ასოცირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. ის აღნიშნავს, რომ თითო უბანზე 20-25-კაციანი ჯგუფი გადაადგილდებოდა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს პირები ერთსა და იმავე უბანზე რამდენჯერმე ცდილობდნენ შესვლას. ჩვენი დამკვირვებლის მიერ ჩაწერილ ვიდეოში ის ამბობს, რომ მეშვიდედ ცდილობს კონკრეტული ადამიანი შესვლას. ერთ უბანზე რომ შვიდჯერ შევიდა, რაღაც დროის მონაკვეთში, საკითხავია, სხვა უბნებზე რამდენჯერ იყო ის პიროვნება შესული?"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები