ნინო ხარატიშვილი: მართლა გჯერათ, რომ ის, ვინც მთელს ქვეყანას ყიდის, თქვენ აგაყვავებთ?
ფოტო: Forbes
გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება.
"5 საათი ვიდექი გუშინ ბერლინში რიგში, რომ ხმა მიმეცა და ჩემთან ერთად ათასობით ადამიანი, ახალგაზრდა, ხანდაზმული, ტრადიციონალისტი, ჯენზი, ჰიპსტერი და ა. შ და ყველას გვაერთიანებდა ერთი სურვილი: ამ ჭაობიდან თავის დაღწევის და ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ესაა ჩემთვის ევროპა: ეს მრავალფეროვნება, რომელიც საერთო ფასეულობის ქვეშ ერთიანდება და მიუხედავათ დაღლისა, ფეხების ტკივილისა, დისკომფორტისა, წყურვილისა - არავინ წუწუნებდა, არავინ ჩიოდა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ ქვეყანას გამოვგლეჯდით ხელიდან ამ აგონიას, რომელშიც ის რახანია ბორგავს.
დღეს ეს იმედიც წაგვართვეს. ყველა პარალიზებულია: ვიშვიშის მიღმა არაფერი მესმის. თითქოს ყველა ერთიანად განიარაღდა და შემგუებლური სტატუსების მიღმა არაფერი დაგვრჩენია. მაგრამ ყველაზე სარისკო ეტაპი მგონია ეს და ახლა:
დავყრით ფარხმალს და ჩვენზე მობჯენილი რუსული ხმალი, რომლის წვეტსაც სულ მილიმეტრები აკლია კანის გახლეჩვამდე, შემოსრიალდება სხეულში… თან ისე, რომ ვეღარც ვიგრძნობთ, აღარც გვეტკინება! ჩვენ ხომ რახანია, ასე ბეჯითად გვავარიჯიშებენ ტკივილში, უღირს ყოფაში, მონობაში, პარანოიაში…
და ბოლო 6 თვის ტემპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მომდევნო 4 წლის მანძილზე რამდენს მოახერხებენ!
როგორ "ააყვავებენ" "ღირსეულ და მშვიდობიან" საქართველოს! როგორ გააქრობენ ბოლო განსხვავებულ აზრსაც, როგორ გაასწორებენ მიწასთან ყველა ალტერნატივას, ისედაც პარალიზებულ ან ბოიკოტში მყოფ კულტურას სრულიად დაადუმებენ, დააცენზორებენ თავისუფალი აზრის ბოლო კერებსაც, უკუსვლით მიმავალ ეკონომიკას როგორ დაუქვემდებარებენ მეფე-ბატონის და მისი მიმდევრების პირად ინტერესებს, ქვეყნიდან გააქცევენ ყველა სახის უმცირესობას, სოციალურად დაუცველთა ახალ ჯარს გაიმეტებენ არალეგალური ყოფისთვის “გარყვნილ ევროპებსა და ამერიკებში”…
მძაგს ბულინგი! თითის გაშვერა, ქვის სროლა და მორალის პოლიცია, მაშინ როდესაც ჩვენ ყველა უბრალოდ ადამიანები ვართ და ვიქნებით, ზოგს ამ ცხოვრებაში უბრალოდ მეტად გვიმართლებს და ზოგს ნაკლებად… და მაინც მინდა მოგმართოთ, ადამიანებო, ჩემო თანამოქალაქეებო, ჩვენი საზოგადოების წევრებო, ვინც “ოცნებას” მიეცით ხმა, რომელიც რახანია ღამის კოშმარად გვექცა… რაზე ოცნებობთ, მართლა და მართლა?
მართლა გჯერათ, რომ ის, ვინც მთელს ქვეყანას ყიდის, თქვენ აგაყვავებთ? ის, ვინც საკუთარ შვილებს "გახრწნილ ევროპაში" უშვებს თქვენი შვილების შიმშილის ხარჯზე: ის დაგინდობთ? ის, ვინც ამ ქვეყანას საკუთარი "დეველოპმენტის" ჭრილში მოიაზრებს, ის თქვენს საკუთრებას და ქონებას დაიცავს?
მესმის, ყველაფერი მესმის. მესმის გაჭირვება, რომელიც ამდენი წელია ადამიანის სახეს გვაკვარგვინებს, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოგვიგვარა, ვერც ერთმა ვერ იფიქრა უფრო მეტი მისი ქვეყნის ადამიანებზე და ბოლოს მაინც საკუთარ ინტერესებზე დაიყვანა მმართველობა, მესმის, რომ დაიღალეთ! მესმის, რომ “ევროპა” არ გაინტერესებთ, როცა პურის ფული გაქვთ საშოვნელი და ბავშვის ტანსაცმელი საყიდი და ავადმყოფი მამისთვის წამალი სახლში მისატანი… მე ვერ განვსჯი ვერავის, მე არ ვიცი რას ვიზამდი ამ სიტუაციაში…
მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ღირსების გარეშე არ არსებობს კეთილდღეობა. თავისუფლების გარეშე იმ ფულსაც ვერ დახარჯავ, რომლის მოხვეჭაც ასეოდენ გსურს. სიტყვის თავისუფლების გარეშე ვერ გაზრდი შვილს, რომლის მომავალიც ასე გადარდებს! განსხვავებული აზრის პატივისცემის გარეშე ვერ იარსებებ და ვერ განავითარებ ვერანაირ საზოგადოებას. შიშში ვერ იქნები ჯანმრთელი, ხოლო პროფესიონალების გარეშე ვეღარც გიმკურნალებენ…
არ გიშველით "ბიზნესი" რომელსაც წაგართმევენ უმალ, როგორც კი ბატონს თქვენი შეხედულება აღარ მოეწონება ამა თუ იმ საკითხზე!
არ გიშველით ბაობაბები რომელსაც "ჩუპა-ჩუპსად" ჩაგიდებენ პირში, რომ შიმშილი დაგავიწყონ!
არ გიშველით მლიქვნელობა და ბატონის ფეხების კოცნა: ის მაინც ჭირვეული, არაპროგნოზირებადი, მრისხანე და დაუნდობელი დარჩება! და მაინც ვერ შეგიყვარებთ… ვწუხვარ!
სულის გაყიდვაც კი აღარ გიშველით: როგორც კი ძალაუფლება ყანყალს იწყებს, პირველი - ერთგულ მსახურებს და მონებს აჭრიან თავებს!
გადახედეთ ისტორიას, ვიცი არ გცალიათ, ვიცი ყოფაა უბედური, ვიცი გადასახადები გადასახადი, დრო არ ჩერდება, მაგრამ ხანდახან დრო იცვლება: ისტორია პირუკუღმა ტრიალდება, მისი ალისფერი, წითელი სარჩული ხილული ხდება და თვალის 1 დახამხამებაში ყველას ერთიანად ხვევს შიგ… ბატონსაც და მონასაც!", — წერს ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები