ანჯეი დუდა: პრეზიდენტი ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების შედეგი მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პოლონურ რადიო ZET-თან საუბარში საქართველოში არჩევნების ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ახლო მომავალში საქართველოში ჩამოსვლას, როგორც ეს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გააკეთა, დუდამ უპასუხა, რომ არ გამორიცხავს, თუ ამის საჭიროება დადგება.
პოლონეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ის საერთაშორისო დამკვირვებლების მოსაზრებას ელოდება.
"ქალბატონმა პრეზიდენტმა, ასევე მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებმა საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს. მეც ვფიქრობ, რომ ასეთი გამოძიება, საერთაშორისო დამკვირვებლების აზრების საფუძვლიანი შესწავლის ნიადაგზე საჭიროა", — განაცხადა დუდამ.
ანჯეი დუდამ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე, რომელიც 1 თვის წინ შედგა. მისი თქმით, პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.
"მან მითხრა, რომ ქართული ოცნება, სავარაუდოდ, გაიმარჯვებდა, თუმცა არ არსებობდა იმის ნიშნები, რომ ისეთ უპირატესობას მოიპოვებდა, რომ ქვეყანა ერთპიროვნულად ემართა. გამოქვეყნებული შედეგები აშკარად იმის საწინააღმდეგოა, რაც მე პრეზიდენტმა მითხრა", — განაცხადა ანჯეი დუდამ.
ანჯეი დუდა პრეზიდენტს არჩევნების შემდეგაც ესაუბრა და ეს რადიოსთან ინტერვიუშიცაა აღნიშნული.
"პრეზიდენტმა მე მითხრა, რომ, მისი რწმენით, არჩევნები მრავალ დონეზე დამახინჯდა, შედეგები მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული", — აღნიშნა პრეზიდენტმა დუდამ.
კითხვაზე, ჩაერია თუ არა პუტინი ამ პროცესებში, დუდა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ამაზე გადაჭრით დადებითი პასუხი არ გაუცია, რადგან ამის უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა დუდას აზრით, პრო-რუსული ძალები არსებობენ და "თავი არ უნდა მოვიტყუოთ".
"საქართველო მსოფლიოს საკვანძო ადგილას მდებარეობს, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, ზღვებს შორის არსებულ ვიწრო დერეფანში, რეგიონში, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ახლოსაა ირანთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან", — აღნიშნა დუდამ.
ბოლოს კი პოლონეთის პრეზიდენტმა დაამატა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს მსოფლიოსთვის და ამის გამო რუსეთს მისი დაპყრობა უნდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები