ტურ-ოპერატორი: დღეს დავდეთ საშობაო ტური "მოსკოვი — პიტერი" და ბევრი ადგილი გაიყიდა
რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, არა მხოლოდ რუსი ტურისტების ნაკადმა იმატა საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებშიც გაიზარდა მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და ერმიტაჟის ნახვის მსურველთა რიცხვი. საზოგადოების ერთ ნაწილში რუსეთისადმი არამეგობრული და მტრული განწყობის მიუხედავად, ქართულმა ტურ-ოპერატორებმა რუსეთში ტურების დაგეგმვა დაიწყეს. როგორც NEWS.On.ge-სთან ტურისტული სააგენტო თრეველერის წარმომადგენელი, შალვა ბოლოთაშვილი ამბობს, რუსეთის ტურებზე დაინტერესება და მოთხოვნა დიდია, დღეს დადეს საშობაო ტური "მოსკოვი — პიტერი" და ბევრი ადგილი გაიყიდა.
"დაინტერესება ძალიან მაღალია. დღეს დავდეთ ტური და გაიყიდა უკვე ბევრი ადგილი. რაც უვიზო გაკეთდა, დავდივართ [რუსეთში], სერგეი რადონეჟელის და სერაფიმ საროველის ლავრასთან ერთად გვაქვს მომლოცველების პილიგრიმული ტური, ასევე ტურები პეტერბურგსა და მოსკოვში.
დაინტერესება სეზონურია, ზამთარი ცივია, ნაკლებად აქტუალურია, ზაფხულში მეტია მოთხოვნა", — განაცხადა შალვა ბოლოთაშვილმა.
"მოსკოვი - პიტერის" ტურის დეტალები Facebook-ში.
ფოტო: შალვა ბოლოთაშვილი/"თრეველერი"
ჩვენს კითხვაზე, რა ასაკის ტურისტები ინტერესდებიან რუსეთში ტურებით, შალვა ბოლოთაშვილმა გვიპასუხა, რომ ახალგაზრდებიც და შუახნის მოქალაქეებიც ერთნაირად ინტერესდებიან რუსეთში მოგზაურობით. თრეველერში ისიც გვითხრეს, რომ მათი ტურები გათვლილია ქართველებზე და არა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტებზე.
რაც შეეხება ფასს, შალვა ბოლოთაშვილის თქმით, ფასი ცვალებადია. "მოსკოვი-პიტერის" 9-დღიან საშობაო ტურზე საშუალო ფასი 1200 ლარია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა გასული წლის 15 მაისს მოიხსნა. 2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.
მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის პირველი ავიარეისები 2023 წლის 9 მაისს, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები