არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება — მედიაომბუდსმენის ანგარიში
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით — ნათქვამია მედიაომბუდსმენის განცხადებაში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, სადაც არჩევნების გაშუქებისას მედიის სამუშაო პირობებია მიმოხილული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.
მედიაომბუდსმენი წერს, რომ ძალადობებზე 112-ში ჟურნალისტების მხრიდან შესული შეტყობინებების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია გამოძახების ადგილზე არ მივიდა და არც, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები რეაგირებდნენ
მედიაომბუდსმენმა 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება:
"საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული ქართული ოცნების აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.
ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული. თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა.
ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.
აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა,
ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა.
“მედიაომბუდსმენმა” 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა. დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.
მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ.
წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს ჩვენთვის ცნობილი დარღვევების მხოლოდ ნაწილს, რომელშიც უკვე მკვეთრად გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები.
სატელევიზიო მაუწყებლები:
1. მარიამ გაფრინდაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
2. პაპუნა ხაჩიძე - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
3. მარიამ მაკასარაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
4. ნუკრი ქაფიაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
5. თამთა დოლენჯაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
6. ნიკო კოკაია - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
7. ნინი ელიკაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
8. ირაკლი მურმანიშვილი - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
9. გვანცა ჩხიკვაძე - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
10. სოფო ნიაური - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
11.დავით ბერაძე - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
12. მაკა ანდრონიკაშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
13. გიორგი შეწირული - ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
14. გიორგი დვალიშვილი - ტელეკომპანია პირველი, ჟურნალისტი
15. ლაშა ჯიოშვილი_ ტელეკომპანია პირველი, ოპერატორი
16. ია გულიაშვილი - მთავარი არხი, ჟურნალისტი
17. ლევან დვალი - მთავარი არხი, ოპერატორი
18. ქეთა ციცქიშვილი - მთავარი არხი, ჟურნალისტი
19. დავით ბადაგაძე მთავარი არხი, ოპერატორი
20. თეა ვაშალომიძე - “მთავარი არხი” ჟურნალისტი
21. ბაჩანა ოქროპირიძე - მთავარი არხი, ოპერატორი
22. ნინა მაჩაბელი - “მთავარი არხი” ჟურნალისტი
23. გიორგი ჩანტლაძე - მთავარი არხი, ოპერატორი
24. თიკო ერაძე - “ფორმულა” ჟურნალისტი
25. ნუცა ბახუტაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი
26. გიგა აღდგომელაშვილი - “ფორმულა” ოპერატორი
27. თამარ თედიაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი
28. ლერი როგავა - “ფორმულა” ოპერატორი
29. დავით ჭაბაშვილი - “ფორმულა” ჟურნალისტი
30. აგილ რუსტამოვი “ფორმულა” ოპერატორი
31. დავით მანია - “ფორმულა” ჟურნალისტი
32. ირაკლი შენგელია - “ფორმულა” ოპერატორი
33. მარი წაქაძე - “ფორმულა” ჟურნალისტი
34. ბექა ქორჩილავა - “ფორმულა” ოპერატორი
35. ნიკა ბურჭულაძე - „ლაგოდეხის ტელევიზია“ ჟურნალისტი
ონლაინგამოცემები
36. ვლადიმერ ჩხიტუნიძე - “რადიო მარნეული”ჟურნალისტი
37.თიკო დავაძე - “რადიო მარნეული” ჟურნალისტი
38.გიგა გელხვიიძე - cnews ჟურნალისტი
39.დავით მჭედლიძე - რადიო თავისუფლება, ჟურნალისტი
40. მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
41. შაკო ბრეგაძე - ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი
42.დიტო ბელქანია - “მრავალკუთხედი”რეპორტიორი
43.გელა მთივლიშვილი - „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
44.ლადო ქუთათელაძე - „საქართველოს ამბები“ ჟურნალისტი
45. ჰერმინე ვირაბიანი - OC მედია, ჟურნალისტი
46.რაფიგ შაბაზოვი - OC მედია, ჟურნალისტი
47.თეკლა ჩხაიძე - OC მედია, ჟურნალისტი
48.ზეინაბ ისგანდაროვა - OC მედია, ჟურნალისტი
49. ქრისტინა კვაჭანტირაძე - OC მედია, ჟურნალისტი
50. აითან ფარადოვა - OC მედია, ჟურნალისტი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები