თამარ კორძაია

თამარ კორძაია

30 Oct. 2024, 13:42

"მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემ საპასუხოდ არ დააყენოთ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი და არ თქვათ, რომ ამ ბიულეტენს ფარავდა კონვერტი, რადგან ერთი მცირე დეტალია ამ პროცესში, ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, ამიტომ ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და, შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს. ამ ეთერიდან კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. გარდა ამ საკითხისა, საჩივრებში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე და ვასაბუთებთ იმას, რომ მასობრივად ასევე არ ხდებოდა მარკირება, რაც იცავს, როგორც წესი, გაორებისგან და ხმების დუბლირებისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია გადმოეცეს პოლიტიკური პარტიების შექმნილ ჯგუფს ის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც შენახულია და დალუქულია, რადგან ეს არის ფიზიკური მტკიცებულება, რომლის გადამოწმებითაც შესაძლებელია იმ რეალური დარღვევების დადასტურება, რაც ჩვენ გვქონდა სახეზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, გამოიყენონ თავის გადარჩენის შანსი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, განიხილონ ჩვენი საჩივრები და დააკმაყოფილონ, რადგან ეს ფაქტები არის უტყუარი და იმ შემთხვევაში, თუ არ გადმოგვცემენ ბიულეტენს ექსპერტიზისთვის, ესეც იქნება დადასტურება იმის, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო მანქანა იყო სრულად ჩართული იმისათვის, რომ დაეშინებინა საქართველოს მოქალაქეები არჩევანის გაკეთების დროს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…