ჯოზეფ ბორელი

30 Oct. 2024, 19:08

საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ეს საჭიროებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებას და გარკვევას. ამ დარღვევას სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ისინი ბევრია. ზოგიერთი მათგანი ძალიან სამწუხაროა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს, პირიქით. ასე რომ, ისეთ სივრცეში ვართ, რომელიც გამოძიებას საჭიროებს, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.

ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით — ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.

ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერებისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რომლებიც არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…