ევროკომისია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს
ფოტო: ევროკომისია
დღეს, 30 ოქტომბერს ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციას არ გასცემს.
ამასთან, გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რამდენად შეასრულა საქართველომ ბრიუსელის 9 რეკომენდაცია და ამის შესაბამისად, დაიმსახურა თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
ამ ანგარიშის საფუძველზე ევროკომისიამ აღნიშნა, რომ თუ საქართველო არ შეიცვლის მოქმედებების ამჟამინდელ კურსს, რაც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ და ამასთან, ხელშესახებ ძალისხმევას არ აჩვენებს გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და საკვანძო რეფორმების განსახორციელებლად — შესაძლებლობა არ ექნებათ საქართველოსთან მოლაპარაკებების რეკომენდაცია განიხილონ.
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საბჭომ უკვე ორჯერ თქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დე ფაქტო შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, რაც გამომდინარეობს რუსული კანონის მიღებიდან და სხვა ანტიდასავლური ნაბიჯებიდან.
"2023-ის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების საკმარისი პოლიტიკური ერთგულება ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების იმპლემენტაციისთვის.
პირიქითაც კი — ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების მიღებას. ასევე, ოფიციალური პირების ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს ტრაექტორიაზე. შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.
გარდა ამისა, საქართველომ უმნიშვნელო პროგრესი განახორციელა 2023 წელს დასახული ცხრა რეკომენდაციის შესრულების საქმეში.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეუთო/ოდირის მისიის წინასწარი მიგნებების თანახმად, ადგილი ჰქონდა რამდენიმე ხარვეზს დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში. ხარვეზებში მათ შორის შედის: ახლანდელი ცვლილებები საარჩევნო პროცესის კანონმდებლობაში, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი დარღვევა, პროცედურული არათანმიმდევრულობა და ამომრჩეველზე ზეწოლა და დაშინება, რასაც ნეგატიური გავლენა ჰქონდა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.
ეს წინასწარი შედეგები ადასტურებს, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რაზეც ისედაც მიდიოდა საუბარი წინა საკვანძო რეკომენდაციებში. ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციები კი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს იმპლემენტირებული.
ახლა უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი მთელ პოლიტიკურ სპექტრში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები — ევროინტეგრაციის საკვანძო პრინციპების შესაბამისად. საქართველომ ცხრა რეკომენდაციის იმპლემენტაცია პრიორიტეტულ საგნად უნდა აქციოს.
ასევე, საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონები და თავი შეიკავოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც ძირს გამოუთხრის კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს, რაც უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. საქართველომ ასევე უნდა განაახლოს მცდელობები გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი დაბალი რჩება. მართალია, საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა აეკრძალა სანქციების დარღვევა საკუთარი ტერიტორიის გავლით, საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.
ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის ღირებულებებზე და ამის ნაცვლად ებრძოლოს დეზინფორმაციასა და მტრულ პოლიტიკურ რიტორიკას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ თავდასხმები მედიაზე, ოპოზიციასა და აქტივისტებზე შესაბამისად იყოს გამოძიებული და ამ გამოძიებისთვის გარანტირებულად შექმნას შესაბამისი გარემო.
ყოვლისმომცველი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას კანონის უზენაესობის, მაღალ ეშელონებში კორუფციასთან და ოლიგარქიულ გავლენებთან ბრძოლაში. ასევე, საშუალება უნდა გაჩნდეს სამართალდამცავი ორგანოების საკმარისი საჯარო და საპარლამენტო კონტროლისთვის და საჯარო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გარანტიისთვის.
ევროკავშირი რჩება საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების ერთგული — საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მისწრაფების შესაბამისად.
თუ საქართველო არ შემოატრიალებს ამჟამინდელ კურსს, – რომელიც საფრთხეში აგდებს გზას ევროკავშირისკენ, — და არ აჩვენებს რეალურ მცდელობებს, რეაგირება მოახდინოს მთავარ შეშფოთებებსა და ძირითად რეფორმებზე, კომისიას ვერ ექნება რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების განხილვაზე", — ვკითხულობთ გავრცელებულ ანგარიშში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები