ნინო დოლიძე: კენჭისყრის შენობაში 323 ინციდენტი და დარღვევა გამოვლინდა
31%-ზე იყო აღრიცხვა ამომრჩევლის, 13%-ზე იყო მოსყიდვა ამომრჩევლის, 19% -ზე იყო ტრანსპორტირება, — ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა და მმართველი პარტიის კრიტიკას გამოეხმაურა — „სამართლიანი არჩევნები“ რატომ არ აქვეყნებს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს.
"სამართლიანი არჩევნები უკვე 29 წელია არჩევნებს აკვირდება. ჩვენი მეთოდოლოგია არის რაოდენობრივი და თვისებრივი. სწორედ, ჩვენი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ პრობლემებს გვაწოდებდა, მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენს მიერ დაგროვილი შედეგები ვეღარ იქნება ხალხის ნების გამოხატულება. ჩვენ არ ვაქვეყნებთ რიცხვებს, შედეგებს, ვფიქრობთ, ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, სწორედ, აქედან გამომდინარე, ის დამდგარი შედეგები [ხალხის ნების] გამოხატულება ვერ იქნება.
…მე გეუბნებით, რომ დამდგარ შედეგებს არ ვენდობი. იქიდან გამომდინარე, რომ აი, ის პრობლემები, რაც ვიხილეთ, ის აისახებოდა დამდგარ შედეგებზე. შესაბამისად, ვერ იქნება ქართველი ხალხის გამოხატულება და ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, რომ ამდენი პრობლემა, რაც დავინახეთ ის ვეღარ იქნება შედეგების ვალიდური განმსაზღვრელი. ჩვენ პირიქით ახლა შედეგებზე რომ გვქონდეს აპელირება, ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც გამოვაქვეყნებთ და რამდენად სწორია ის საზოგადოებისთვის. საზოგადოებას ჩვენ უნდა მივაწოდოთ, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, სწორი ინფორმაცია. რაოდენობრივი შედეგები საზოგადოებას [გავაცანით]. მათ შორის, 31%-ზე იყო აღრიცხვა ამომრჩევლის, 13%-ზე იყო მოსყიდვა ამომრჩევლის, 19% -ზე იყო ტრანსპორტირება. ეს PVT-ის შედეგებია, თქვენ გგონიათ არა?! რადგან PVT-ის რაოდენობრივი შედეგები დღის პროცესთან დაკავშირებით ასეთი პრობლემური იყო, ამიტომ ვამბობთ შედეგებზე... ჩათვალეთ, რომ ჩვენ PVT-ის შედეგები გამოქვეყნებული გვაქვს“, — განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტებისა და დარღვევების რაოდენობა 323 იყო.
"თქვენ იცით, რომ სამართლიანი არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა 1 500 ადამიანისგან შემდგარი მისიით. უბნებზე დაახლოებით 1 000 ადამიანი იყო, დაახლოებით 230 უბნის გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისგან შემოსული ინფორმაციით, 490 ინციდენტი დაფიქსირდა როგორც უბნების შიგნით, ასევე უბნების გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტებისა და დარღვევების რაოდენობა იყო 323. აქედან განსაკუთრებით გამოვყოფთ ბიულეტენების ჩაყრას, რომელიც ვნახეთ, მრავალჯერად ხმის მიცემას და ხმის მიცემის მცდელობას, დამკვირვებლების უფლებების უკანონოდ შეზღუდვასა და მათ გაძევებას უბნებიდან, მარკირების პროცედურის წესის დარღვევას, ხმის ფარულობის დარღვევას“, — განაცხადა ნინო დოლიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები