მეტროპოლი ერევანში საერთაშორისო გამოფენა TOON EXPO-ზე წარდგა
ფოტო: მეტროპოლი
დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ საკუთარი პროექტები საერთაშორისო საზოგადოებას ერევანში გამართულ გამოფენაზე წარუდგინა. დეველოპერი ამჯერად სომხეთს სტუმრობდა და უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ექსპოზიციაში TOON EXPO-ში მონაწილეობდა. სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრში შეიკრიბნენ. „მეტროპოლმა“ ღონისძიების მონაწილეებს, პარტნიორებს, პოტენციურ ინვესტორებსა და დამთვალიერებლებს თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი და ქართული დეველოპერული ბაზარი გააცნო.
ფოტო: მეტროპოლი
მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარულები ვართ, რომ მორიგ საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტები სფეროს ექსპერტებს, პარტნიორებსა და დაინტერესებულ პირებს წარვუდგინეთ. მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ძირითადი მახასიათებლების შესახებ, რაც ჩვენი კომპანიის უპირატესობაა, იქნება ეს ინოვაციური მიდგომები და ენერგოეფექტური პროექტები, ხარისხზე გათვლილი მშენებლობა თუ თანამედროვე, გამორჩეული ინფრასტრუქტურა.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შესაძლო პლატფორმა გამოვიყენოთ და საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ არა მხოლოდ „მეტროპოლი“, არამედ საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.
ამასთან ერთად, მსგავსი ექსპოზიციები კარგი შესაძლებლობაა ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად და სამშენებლო სექტორში არსებული თანამედროვე, აქტუალური ტენდენციების გასაცნობად“.
ფოტო: მეტროპოლ
სომხეთის დედაქალაქში, „მერიდიანის“ საგამოფენო ცენტრში, სამდღიან ღონისძიებაზე დეველოპერები, სააგენტოებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები. 3000-ზე მეტი მიწვეული სტუმარი ათი ქვეყნის 50 საერთაშორისო პროექტს გაეცნო. მათ შორის იყო „მეტროპოლი“, რომელიც, საქართველოს ორ ქალაქში დაგეგმილი მშენებლობების გარდა, გამოფენის მონაწილეებს სპეციალური შეთავაზებით დახვდა.
ფოტო: მეტროპოლი
საერთაშორისო გამოფენაზე „მეტროპოლმა“ ექვსი პროექტი წარადგინა. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე „მეტროპოლ ბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია „მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებელ ზონასთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.
კიდევ ერთი მისამართი „მეტროპოლის“ რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი, „მეტროპოლ ორთაჭალა“ ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.
კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის. ზღვისპირა ქალაქის ორივე პროექტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მეტროპოლ ოვალი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია კატეგორიაში საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში. „მეტროპოლ კუბისთვის“ კი კომპანიამ International Property Awards-ის ჯილდო მიიღო კომპლექსურ ნომინაციაში Mixed-Use Development for Georgia. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 17 ოქტომბერს გაიმართა.
ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“ - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული კომპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა.
სომხეთის შემდეგ „მეტროპოლის“ გუნდი საუდის არაბეთში ვიზიტისათვის ემზადება. 11-14 ნოემბერს კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყნის 400 მონაწილეს შორის იქნება.
--
„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები