ნახეთ: Squid Game მეორე სეზონით ბრუნდება (ტრეილერი)
ფოტო: GLITCHED
Squid Game 2021 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი იყო, რომლის მეორე სეზონს მაყურებლები დღემდე მოუთმენლად ელიან. სერიალი იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც უფულობის გამო სასიკვდილო თამაშში ერთვებიან.
ნეტფლიქსმა გასულ თებერვალს სერიალის მეორე სეზონი დააანონსა და პირველი კადრებიც გამოაქვეყნა, ამჯერად კი მეორე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა, რომელმაც მაყურებელი სასიკვდილო არენაზე დააბრუნა, სადაც მოთამაშე 456 დახვდება.
სასიკვდილო სერიაში გამარჯვებიდან სამი წლის შემდეგ სეონგი გი-ჰუნი, რომელსაც მსახიობი ლი იუნგ-ჯაე ასრულებს, ბრუნდება როგორც მოთამაშე 456 და მას ასობით ახალი კონკურენტი უერთდება, რომელთა უსაფრთხოების დაცვასაც ცდილობს.
სამხრეთ კორეულის დრამის პირველ სეზონში 456 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო წარუმატებლობა განიცადეს ცხოვრებაში და მოულოდნელად გადარჩენის თამაშში მონაწილეობის საიდუმლო მოწვევა მიიღეს, რომლის მიზანიც ათი მილიონი აშშ დოლარის მოგებაა.
Squid Game ნეტფლიქსის ყველაზე წარმატებულ სერიალადაც კი მიიჩნევა, რომელიც 28 დღეში 111 მილიონმა ადამიანმა ნახა.
სერიალი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ნეტფლიქსმა რეალითი შოუც გამოუშვა, რომელშიც 456 მოთამაშე ერთმანეთს $4,56 მილიონის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდა.
ტრეილერში დასაწყისში, ბოროტი, ნიღბიანი მცველები მოთამაშებს ესალმებიან. ისინი პირველ თამაშში მონაწილეობისთვის ემზადებიან, რომელიც პირველი სეზონიდან ცნობილია, როგორც Red Light Green Light (წითელი შუქი, მწვანე შუქი).
მოთამაშეებმა უნდა მიაღწიონ ფინიშის ხაზს, თამაშის წესები კი უცვლელია. გი-ჰუნი მხოლოდ პირველ სეზონში გადაურჩა თამაშს, ფინიშის ხაზს მიაღწია და ამჯერად მოთამაშეების უსაფრთხოების დაცვას ცდილობს.
მაგრამ სიტუაცია მაშინ რთულდება, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე მოძრაობას იწყებს, რადგან უთხრეს, რომ მის გარშემო ფუტკარი დაფრინავდა, მოთამაშეს თავში ესვრიან.
ისევე როგორც პირველ სეზონში, მოთამაშეები კენჭს ყრიან თამაშის გაგრძელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ გი-ჰუნი მათ მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ "ამ ადგილიდან გასვლაზე", მოთამაშეები უგულებელყოფენ მის თხოვნას.
"კიდევ ერთი თამაში", მღერიან ისინი, როცა ფულადი პრიზი მათ ზემოთ ჩამოკიდებულ გიგანტურ ყულაბას ავსებს.
სერიალის რეჟისორმა განაცხადა, რომ: "გი-ჰუნის მცდელობა გაარკვიოს ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, მეორე სეზონის მთავარი ამბავია".
მან რეიტერთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სეზონში იქნება "უფრო დამაინტრიგებელი თამაშები" და პერსონაჟების უფრო დიდი ჯგუფი, ვიდრე ეს სადებიუტო სეზონში იყო.
ჰვანგ დონ-ჰიუკმა ადრე თქვა, რომ ის განიცდიდა "დიდ ზეწოლას" იმის გამო, თუ როგორ უნდა გადაეღო მეორე სეზონი "კიდევ უკეთესი" შოუს ასეთი წარმატების შემდეგ.
ნეტფლიქსის თანახმად, პირველი ოთხი კვირის განმავლობაში მაყურებელმა 1,65 მილიარდი საათი დახარჯა Squid Game-ის ყურებაში. ასევე, გამოაცხადა, რომ სერიალის ბოლო, მეორე სეზონი 2025 წელს გამოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები