ლევან სამუშია

2 Nov. 2024, 16:06

ვითხოვთ, რომ გასაჯაროვდეს ის, თუ ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. სერიოზული ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ არჩევნებში, საერთოდ არ ყოფილან საარჩევნო უბნებზე და ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არ იმყოფებოდნენ. თუ ეს, ასე არ არის, მივმართავ რუსულ ხელისუფლებას, რისი გეშინიათ?! ჩვენ ვითხოვთ, სამართლებრივ მოქმედებებს, გაიხსნას ე.წ. შავი ყუთი და ვნახოთ და ნახოს საზოგადოებამ, ჩაიდინეთ თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, მასობრივად მიიტაცეთ თუ არა არჩევნები, გამოიყენეთ თუ არა უბანზე არ არსებული, ქვეყანაში არ არსებული ადამიანების ხმები და მათ ნაცვლად მიაცემინეთ თუ არა სხვებს ხმები. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, ე.წ. სამაგიდო სიების, ე.წ. ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ხელმოწერილი ქვითრების გასაჯაროებას, სადაც ნათლად დადასტურდება, რომ ადამიანი, რომელმაც სხმა მისცა და ყუთში ჩავარდა მისი ხმა იმყოფებოდა, თუ არა უბანზე ან იმყოფებოდა თუ არა საქართველოში. თქვენ ამის გეშინიათ, თქვენ ამას არ აკეთებთ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მტკიცებულებები არ გასაჯაროვდეს და დაიმალოს. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ მოგმართავთ ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებით პირდაპირ იღებთ პასუხისმგებლობას ჩადენილ სისხლის სამართლის ამ დანაშაულზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…