ლილუაშვილის თქმით, არჩევნების გაყალბების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაუარესდა
ფოტო: პარტია "გახარია — საქართველოსთვის"
პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ, არჩევების სისტემური გაყალბების პირობებში ეკონომიკური პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც "უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც".
ლილუაშვილის თქმით, ეკონომიკაში მძიმე სისტემური რისკებია დაგროვებული, რომელიც შესაძლოა ძალიან მალე გამოვლინდეს და ერთბაშად დაასუსტოს ქვეყნის ფინანსური სისტემა.
მისი თქმით ამაზე არაერთი საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია საუბრობს.
ამასთან იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანამ მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დახარჯა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში.
"მაგალითად, ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის
რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით — რაც, მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას
100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა,
ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში.
დღეისთვის, ლარის კურსის გაუფასურების გადავადებისთვის — რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ
ნაკლებია, რაც 2 ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს.
არჩევნების გაყალბების შედეგად, ქართული ოცნების მცდელობა — გაიხანგრძლივოს
ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და
ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ ოცნების უგუნური პოლიტიკის
შედეგად — შვედეთის, კანადის, დიდი ბრიიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს
მხრიდან — 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოყვა. მანამდე კი,
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო
სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით", — აცხადებს საქართველოსთვის წევრი.
ამასთან, ლილუაშვილის თქმით, შვედეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან ქვეყნისთვის დახმარების შეჩერება, ერთი მხრივ მრავალ სექტორში ათასობით დასაქმებულისთვის შემოსავლის კლებას გამოიწვევს, ხოლო ინვესტორები არადემოკრატიულ ქვეყანაში, მაღალი რისკიდან გამომდინარე, ფულს არ ჩადებენ.
იგი ასევე ახსნებს "ოფშირების კანონს", როგორც "შავი" ფულის გამიზნულად შექმნის გზას.
"ამ დახმარებების შეჩერება, ერთის მხრივ, ნიშნავს სოფლის მეურნეობის, სამედიცინო,
საფინანსო და გარემოს დაცვის სექტორებში ათასობით დასაქმებულისთვის შემოსავლის
კლებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის გზავნილი კერძო ინვესტორებისთვის, რომ
არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოში ფულის ჩადება სახიფათოა.
ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. „ოფშორების კანონი“, რომელიც 100
პროცენტით გაუმჭვირვალეა და წარმოადგენს „შავი“ ფულის მოძრაობის გამიზნულად
შექმნის გზას; მოქმედებს სანქციების თავის არიდებისთვის გამოცემული ბრძანება
ეროვნული ბანკის მიერ და ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე
მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ქმნის ქვეყნის ფინანსური იზოლაციისა და სანქციების
რისკებს, რომლის გავლენის გადატანას ქვეყნის ეკონომიკა ვერ შეძლებს.
შესაბამისად, მივმართავთ თითოეულ მოქალაქეს რომ ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი,
დღეს, ეს არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური
მომავალის, თქვენი კეთლდღეობის გადარჩენისთვისაა მნიშვნელოვანი", — ამბობს ლილუაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები