როცა მჩაგვრელი რეჟიმის წინაშე შიშვლდები — აჰუ დერიაის ისტორია
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში სისტემისადმი დაუმორჩილებლობის რევოლუციური აქტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თეირანის აზადის ისლამისტური უნივერსიტეტის სტუდენტი, აჰუ დერიაი, "მორალის პოლიციამ" საჯარო სივრცეში ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო შეაჩერა. უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა აჰუ ფიზიკურად შეავიწროვეს და ტანისამოსი შემოახიეს, რის შემდეგაც მან ჰიჯაბი და შიგნითა ტანისამოსი სრულიად გაიხადა და თეირანის ხალხმრავალ ქუჩაში პროტესტის ნიშნად საცვლების ამარა დაიარებოდა. დერიაის საქციელი ხმამაღალი განაცხადი იყო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ირანელ ქალებს სხეულებრივი თავისუფლება წაართვა და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათ გაქრობას ისახავს მიზნად.
ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულო 1979 წელს გახდა. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ზედამხედველი ორგანოს თანამშრომლები ირანის ქალაქების ქუჩებში პატრულირებენ და აკონტროლებენ, რომ ყველა ქალს მკაცრი წესების მიხედვით ეცვას. ამ კანონის დარღვევას მძიმე სასჯელი მოჰყვება — ქალებს აპატიმრებენ და ციხეში სვამენ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აგზავნიან, ან, უარეს შემთხვევაში, კლავენ კიდეც.
აჰუ დერიაი ძალიან მალე დააკავეს და, სისტემასთან მებრძოლი სხვა უამრავი ადამიანის მსგავსად, არ ვიცით, რა ბედი ელის. მიუხედავად იმისა, რომ მორალის პოლიციისგან სასიცოცხლო რისკი ელოდა, დერიაიმ არა მხოლოდ თავისი ღირსების, არამედ ირანელი ქალების ნებისთვის იბრძოლა და უკანასკნელ დღეებში სოლიდარობის, ქალური სიძლიერის, ცვლილებების საჭიროების სიმბოლოდ იქცა.
შეუძლებელია, აჰუ დერიაის სიმამაცის ისტორიამ მაჰსა ამინის საზარელი მკვლელობა არ გაგვახსენოს. მაჰსა (ჯინა) ამინი 22 წლის ირანელი გოგო იყო, რომელიც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააპატიმრეს. პოლიციის განყოფილებაში მასზე მხეცურად იძალადეს, ცემეს და განსაკუთრებით მძიმე ტრავმები მიაყენეს თავის არეში, რის შედეგადაც მას ტვინში სისხლი ჩაექცა და საავადმყოფოში გადაყვანამდე ჩავარდა კომაში. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. სახელმწიფომ მისი გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დაასახელა, თუმცა დადასტურდა, რომ მაჰსა სისტემამ მოკლა.
მაჰსა ამინის ფოტო საპროტესტო აქციაზე
ფოტო: Reuters
მაჰსა ამინის მკვლელობას ირანში საპროტესტო აქციების უძლიერესი ტალღა მოჰყვა, რომელსაც The New York Times-მა "2009 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ირანული პროტესტი" უწოდა. ისლამისტურ რეჟიმს შეწირული გოგოს ხსოვნით შევიწროებულმა, უჩინარ არსებებად ქცეულმა ქალებმა და რაციონალურად მოაზროვნე კაცებმა მოძალადე, მჩაგვრელ სისტემასთან ბრძოლა დაიწყეს. პროტესტის ნიშნად ქალები იხსნიდნენ და წვავდნენ ჰიჯაბებს, დემონსტრაციულად იჭრიდნენ თმას, ეწინააღმდეგებოდნენ პოლიციას... სწორედ მაჰსას სიკვდილის შემდეგ დაარსდა მოძრაობა "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება", რომელიც მთელ ირანში გავრცელდა და რომელიც ირანელი ქალების ხმას მთელ მსოფლიოში აჟღერებს.
ფოტო: Getty Images
ძალაუფლების ძალადობით შემნარჩუნებელმა მმართველმა ძალამ 2022 წლის საპროტესტო აქციების განმავლობაში მინიმუმ 476 ადამიანი მოკლა. Iran Human Rights-ის ცნობით, აქციებზე დაპატიმრებული ადამიანები ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღითა და ცემითაც დახოცეს. მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტური რეჟიმი ასეთი სასტიკი გზებით ებრძვის მოსახლეობას, ისინი არ თმობენ ყველაზე ძვირფასს — თავისუფლებას.
ფოტო: Getty Images
მართალია, მორალის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სასიცოცხლო რისკი ემუქრებათ, თუმცა აჰუ დერიაის მსგავსი ქალების სიმამაცე მომავლის იმედს გვისახავს და შთაგვაგონებს. მსგავს დაუმორჩილებლობებს მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლიათ. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქალთა უფლებების კონტროლსა და მათი ხმების ჩახშობაზე დამყარებულ სისტემას. ჰიჯაბის საჯაროდ მოხსნა ღრმა, სიმბოლური ჟესტია, რომელიც გამოხატავს ლტოლვას სხეულებრივი ავტონომიისა და თვითგამოხატვისკენ და უარყოფს პიროვნულ თავისუფლებაზე სახელმწიფო კონტროლს.
ფოტო: ლიკა ელიაური
აჰუ დერიაის გმირობის ამსახველი კადრები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, რაც მნიშვნელოვანი შეხსენებაა, რომ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, სანამ ერთი ქალი მაინც დაიჩაგრება გენდერული ნიშნით. აჰუს ამბავი სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც უკეთესი მომავლის შენება სურს და ვისთვისაც თანასწორობა და თავისუფლება მთავარი ღირებულებებია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები