ჯენ ხეს მოგზაურობა: აღმოაჩინა თუ არა ჩინეთმა ამერიკა კოლუმბამდე 70 წლით ადრე?
1405 წელს, ჯენ ხე, ჩინელი მუსლიმი საჭურისი, ინდოეთის ოკეანის გავლით, პირველ სამხედრო-სავაჭრო ექსპედიციაში გაემგზავრა. მომდევნო 30 წლის განმავლობაში, მინის საიმპერატორო დინასტიის ხელშეწყობით, იგი ხელმძღვანელობდა მაშინდელი მსოფლიოს უდიდეს საზღვაო ფლოტს - რამაც შესაძლებლობა მისცა ემოგზაურა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებამდე და შეეღწია სპარსეთის ყურეში, რაც იმ ეპოქისთვის უკვე შთამბეჭდავი მიღწევა იყო. მისი ეს მოგზაურობა დადასტურებულია და ეჭვს არ ბადებს.
თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ჩინელი მეზღვაური გასცდა ინდოეთის ოკეანეს და კიდევ უფრო შორი მიწებისა და ზღვებისკენ აიღო გეზი, რის საფუძვლადაც - „ინტეგრირებული მსოფლიოს გენერალური სქემა“ გვევლინება; იგი 18-ე საუკუნეშია დახატული და 1418 წელს შექმნილი რუკის ასლს წარმოადგენს, რომელიც ჯენ ხეს მიერ აღმოჩენილ ტერიტორიებს ასახავს. იმ შემთხვევაში თუ ეს მონაცემები სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ მსოფლიო ისტორია კიდევ ერთხელ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან რუკის მიხედვით, პირველად მსოფლიოს გარშემო სწორედ ჯენ ხემ იმოგზაურა და შესაბამისად, ამერიკაც კოლუმბამდე 70 წლით ადრე აღმოაჩინა.
რუკის არსებობის შესახებ პირველად 2001 წელს გახდა ცნობილი, როდესაც შანხაელმა იურისტმა, ლიუ განგმა, იგი ადგილობრივი გადამყიდველისგან დაახლოებით 500 დოლარად შეიძინა. ლიუ განგს სჯერა, რომ რუკა ნამდვილია და ჯენ ხემ მართლაც იმოგზაურა ორივე პოლუსის, ამერიკის, ხმელთაშუაზღვის და ავსტრალიის გარშემო. 2003 წელს კი გევინ მენზისმა, აღნიშნული რუკა საკუთარი წიგნის - „1421: წელი როდესაც ჩინეთმა აღმოაჩინა მსოფლიო“- მთავარ მტკიცებულებად გამოიყენა.
რუკაზე კონტინენტები მოხაზულობით ადვილად ამოიცნობა. რუკაზე გამოსახული ლურჯი, მარაოსებრი ტალღები და სხვადასხვა ადგილის ტექსტურად დატანილი ანოტაციები ჩინური კარტოგრაფიის ტრადიციების დაცვით არის შექმნილი. იგი საკმაოდ დეტალურია და წარმოდგენილია ორი ნახევარსფეროს სახით, იმის დასტურად, რომ დედამიწა მრგვალია. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტურები გარჩევადია, ისევე როგორც მდინარეები, რომლებიც კონტინენტის სიღრმეებიდან მოედინება. ასევე ვხედავთ არქტიკასა და ჰიმალაის მთებს, რომელიც აღწერილია როგორც მსოფლიოს უმაღლესი ქედი.
მიუხედავად რუკის სრულყოფილებისა, მის სინამდვილეს სწორედ ზემოთჩამოთვლილი დეტალების სიზუსტე აყენებს ეჭვქვეშ, რადგან იგი იმეორებს კარტოგრაფიის იმ ფორმებსა და სტილს, რომელიც მხოლოდ ევროპული სკოლისთვის იყო დამახასიათებელი. ამასთან ერთად, ევროპელი მეზღვაურები და მკვლევარები ასეული წლის განმავლობაში აწყობდნენ მსგავს ექსპედიციებს, რის შედეგადაც გროვდებოდა ცნობები რომლებსაც იყენებდნენ კარტოგრაფები. ხოლო ჯენ ხეს 30 წლიანი მოგზაურობით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი იქნებოდა თუნდაც მდინარეების ადგილმდებარეობის ზედმიწევნით ასახვა. ასეა არქტიკის შემთხვევაშიც, იგი ჩინურ რუკებზე პირველად 1593 წელს გამოჩნდა, ხოლო ჰიმალაის მთათა სისტემას, მსოფლიოს უმაღლესი ქედის წოდება მხოლოდ XIX საუკუნეში მიენიჭა.
“ეს რუკა სრული აბსურდია,“ პირდაპირ ამბობს ტიმოთი ბრუკი, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი დარწმუნებულია, რომ ის რასაც რუკაზე ვხედავთ, 17-ე საუკუნის ევროპული რუკის ასლია. თუმცა საინტერესო ასლი, მასთან დაკავშირებული ისტორიებისა და თუნდაც ჯენ ხეს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო.
უდავოა, რომ ჯენ ხე შესანიშნავი მეზღვაური იყო, რომელის სახელიც 1990-იან წლებამდე თითქმის არავის ახსოვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი მოგზაურობებისა და აღმოჩენების ისტორია ფართო ყურადღების ქვეშ მოექცა, იგი უმალ იქცა ეროვნულ გმირად. „დასავლეთს ჰყავდა კოლუმბი, ამიტომ ჩინელებსაც სჭირდებოდათ მსგავსი გმირი“, ამბობს თიმოთი ბრუკი.
რუკის ავთენტურობასთან დაკავშირებული დისკუსია, გარკვეულწილად ეხმიანება თანამედროვე ჩინეთის როლს მსოფლიო ასპარეზზე. სი ძინპინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჯენ ხეს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნოვატორად და საერთაშორისო მშვიდობიანი ვაჭრობის საუკეთესო მაგალითად მიიჩნევს. იგი არ ამტკიცებს რომ ამერიკა ჩინელი მეზღვაურის აღმოჩენილია, მისთვის ჯენ ხეს მოგზაურობა თანამედროვე საზღვაო აბრეშუმის გზის გაფართოების ინსპირაციის წყაროა, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი ცდილობს გაზარდოს ზეგავლენა და სავაჭრო ბრუნვა გლობალური მასშტაბით.
მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბი და ჯენ ხეც დიდი მეზღვაურები იყვნენ, მათი მიზნები მაინც განსხვავდებოდა. კოლუმბის ექსპედიციები ვაჭრობას უკავშირდებოდა, მაშინ როდესაც ჯენ ხე დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა; იგი იმპერატორ იუნ-ლეს მიერ იყო წარგზავნილი შორეული ქვეყნებიდან ელჩების ჩამოსაყვანად, რათა მათი აღიარებით განემტკიცებინა უზურპაციით მოპოვებული ძალაუფლება.
ჩინეთის შორეული საზღვაო ექსპედიციები ჯენ ხეს გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა. ახალმა იმპერატორმა აღარ ისურვა ძვირადღირებული მოგზაურობების დაფინანსება და ჩინეთიც რამდენიმე ასეული წლით გარესამყაროსგან ჩაიკეტა.
რა მოხდებოდა თუკი ჩინეთის ფლოტი გააგრძელებდა შორეულ ექსპედიციებს, პასუხგაუცემელ კითხვად რჩება, რადგან ისტორია სხვაგვარად განვითარდა: კოლუმბმა აღმოაჩინა გზა ახალი მსოფლიოსკენ, ჯენ ხეს მოგზაურობების შესახებ კი ძალიან ცოტას სმენია, ჩინეთის გარეთ, რა თქმა უნდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი

კომენტარები