გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტი ერთ წელზე მეტია რაც ხორციელდება და ამ ეტაპზე 21 პარტნიორ უნივერსიტეტს და 160-ზე მეტ სტიპენდიატს ითვლის. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გახადოს. ამიტომ, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
პროექტის დაწყების დღიდან პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, მათ შორის ერთ-ერთი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია.
თეატრალური უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია
თეატრალურმა უნივერსიტეტმა მრავალჯერ იცვალა ფორმა და ჩამოყალიბების პროცესში ბევრი სირთულეც გამოიარა. საწყის ეტაპზე ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე და იმ პერიოდის მრავალი წარმატებული პროფესორი თუ არტისტი. 1927 წელს ინსტიტუტმა დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა 1939 წელს აკაკი ხორავას ინიციატივით, რომელიც თავადვე იყო თეატრალურის კურსდამთავრებული, ისევ განახლდა სწავლა.
2002 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა.
ფაკულტეტები და მრავალფეროვნება
მეოცე საუკუნის 40-იან წლებში თეატრალურ უნივერსიტეტში ძირითადად ხელოვნებათმცოდნეობის, მსახიობის ოსტატობის, რეჟისურისა და ლიტერატურის მიმართულებებს ასწავლიდნენ, მოგვიანებით კი მუსიკალური განყოფილება, ბალეტისა და ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტებიც დაემატა.
დღეისთვის, უნივერსიტეტი ხელოვნების მრავალ დარგს აერთიანებს, მათ შორის სამსახიობო ხელოვნებას, მხატვრულ და დოკუმენტურ კინო რეჟისურას, ოპერატურას, ანიმაციას, ქორეოგრაფიას და ა.შ. ასევე, მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებს, სადაც თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა ისწავლება.
შესაძლებლობები
თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის შექმნილია სასწავლო თეატრი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები. ამასთან, სტუდენტებს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიარონ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხური, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად კი, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გადაიღონ საკურსო ფილმები.
გაინტერესებთ, როგორ მოვიპოვოთ საქართველოს ბანკის სტიპენდია?
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პირველი კურსიდან შეუძლიათ.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი რამდენიმე ზოგად მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და სარგებლობდეს სტუდენტის აქტიური სტატუსით.
გამარჯვებულის გამოსავლენად უნივერსიტეტები კრიტერიუმებს ინდივიდუალურად ადგენენ და მათ საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებენ.
თეატრალურ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს.
საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების განვითარებისთვის შექმნილი და მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის, აღნიშნული პროექტების ბენეფიციართა ჯამური რაოდენობა კი 120 000-ს აჭარბებს. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები