ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო რეფორმაზე განახლებული მსჯელობა მიმდინარეობს
დღეს, 18 აგვისტოს, თბილისში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი 20-მდე ოპოზიციურ პარტიას ხვდება. რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას რეფორმაზე მსჯელობის განახლება შესთავაზა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, ასევე, არასამათავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან ერთ საკითხზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და არა შერეულით, რომელსაც ქართული ოცნება ემხრობა. სხდომის დაწყებამდე მედიასთან თავიანთ მოლოდინებზე ისაუბრეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა. აი რას ამბობს მათი ნაწილი:
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ შედგება, თუ არა რეალური კონსენსუსი დამოკიდებლია ისევ მმართველ პარტიაზე. შავგულიძის თქმით, ის მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჯდება, თუ მსჯელობა დაიწყება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
"სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თუ არის მსჯელობა ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვსხდებით მაგიდასთან და ამ სისტემის ცალკეულ კომპონენტებზე მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ ხელისუფლებას სურს, რომ იმსჯელოს მხოლოდ მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილების ირგვლივ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შენარჩუნდეს მაჟორიტარუl-პროპორციული, ეს არის მხოლოდ მისი იდეა, ეს არის მისი კონსტიტუცია, და შესაბამისად, აქ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ არ დავსხდებით."
ევროპული საქართველოს წარმომადგენელის, ლევან თარხნიშვილის თქმით, მათი პრინციპული პოზიციაა, რომ პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა უნდა გადავიდეს 2020 წელს, თუმცა პარტიაში ხელისუფლების მიერ დათმობაზე წასვლის წინაპირობას ვერ ხედავენ.
"მეორე საკითხი ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. აქ ჩვენ გარკვეულ კომპრომისს ვთავაზობთ, მოდი ხალხს დავეკითხოთ და ხალხმა თავად გადაწყვიტოს, უნდა რომ აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირ, თუ აირჩიოს რაღაც გაურკვეველმა ხმოსნებმა."
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და დეპუტატი ირმა ინაშვილი კონსენსურის არარსებობის პირობებში აქციებს აანონსებს:
"ამ აქციების მზიანი დღევანდელი მდგომარეობით არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. თუ კონსენსუსი არ შედგა, ჩვენ საპროტესტო აქციებზე განვაგრძობთ ხელისუფლებისთვის ამ მოწოდების შეთავაზებას, რომ სისტემა შეიცვალოს."
დემოკრატიული მოძრაობის წევრს, გიორგი ახვლედიანს არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ულტიმატუმების გარეშე ისაუბრებს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დათანხმდება:
"ხელისუფლებას სჭირდება კონსენსუსი. ის რეალურ კონსენსუს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გადავა სამართლიან პროპორციულ სისტემაზე მომავალი არჩევნებიდან და ეს საარჩევნო სისტემა იქნება სამართლიანი. სამართლიანი მანდატების გადანაწილების პრინციპით, ბლოკების დატოვებით და სამართლიანი ბარიერით. ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად განწყობილი ვართ, რომ შევთანხმდეთ."
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა რურუა ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო პროექტის ის მოცემულობა დაბრუნება, რომელმაც გაიარა საერთო სახალხო განხილვები და რომელიც წარდგენილი იყო ვენეციის კომისიისადმი. ამ მხრივ, რურუა მათთვის ორ საკვანძო საკითხს ასახელებს:
"2020 წელს ქვეყანა გადავა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე და ასევე, დავამატეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვაჭრობას არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესახებ ვკითხოთ ხალხს. აი ეს ორი საკითხია".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძე, საკონსტიტუციო რეფორმაზე ოპოზიციასთან შეხვედრამდე კონკრეტული განსახლევი საკითხების დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მათი მთავარი პირობა არის, რომ ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის ოპოზიციურ პარტიებთან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები