სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
ფოტო: ზედაზენი
ზედაზენი ჯგუფისა და დეილი ჯგუფის ერთობლივი ოფიციალური განცხადებით, მათ შორის დადებული გარიგების თანახმად, შეიქმნა უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება, რომლის აქციონერებიც გახდნენ დეილი ჯგუფისა და ზედაზენი ჯგუფის პარტნიორები.
აღნიშნული გაერთიანებით წარმოქმნილი კომპანია ერთბაშად გადაიქცა ლიდერად საცალო ვაჭრობისა და ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების ბაზრებზე, ხოლო წარმოქმნილმა სინერგიამ უდიდესი პოტენციალი გააჩინა ლოგისტიკის მიმართულებით.
დეილი ჯგუფი საცალო ვაჭრობის ბიზნესში უდავოდ ლიდერი კომპანიაა, რომელიც ისეთი ქსელური მარკეტებით ოპერირებს, როგორებიცაა სპარი, იოლი, დეილი, კალათა და გვირილა. მიმდინარე წელს საცალო ვაჭრობის ბაზარზე შექმნილი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, რომელიც დეილისა და სპარის შერწყმით გაფორმდა, სწორედ ამ ჯგუფთან იყო დაკავშირებული.
ზედაზენი ჯგუფს ეკუთვნის ქართული ლუდის კომპანიის 100%-იანი წილი და “მაგნიტის“ საკონტროლო პაკეტი. „ქართული ლუდის კომპანია“ არის ლიდერი ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე და აწარმოებს როგორც ადგილობრივ (“ზედაზენი“, “რავი“, “ცივ-ცივი“, “სანაპირო“ და ა.შ.), ისე საერთაშორისო ლიცენზირებულ (“მილერი“, “ბავარია“, “ჰარპი“, “ჰოლსტენი“) ლუდის ბრენდებს, უმაღლესი ხარისხის ლიმონათს “ზედაზენს“, წვენის ნექტარს “ჩეროს“, “რს კოლას“ ბრენდებს (საერთაშორისო ლიცენზიით), ცივ ჩაის “გურიელს“ და “დილმას“ (საერთაშორისო ლიცენზიით), ენერგეტიკულ სასმელებს და ა.შ. კომპანია ამავდროულად ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო კომპანიას და არის ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისა, როგორებიცაა: “გინესი“, “კრომბახერი“, “ბლუ მუნი“ და ა.შ.
მაგნიტი, თავის მხრივ, ლიდერია საცალო სავაჭრო ქსელურ მარკეტებში, რომელიც დინამიკურად იზრდება, მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და, ამასთანავე, მომხმარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტსა და მიმზიდველ ფასებს.
ზემოხსენებული ორი ჯგუფის შერწყმით წარმოქმნილი ერთობლივი კომპანია ამჯერად უკვე გააერთიანებს:
- საცალო ვაჭრობის ბიზნესში “სპარის“, “იოლის“, “დეილის“, “კალათას“, “გვირილასა“ და ახლა უკვე “მაგნიტის“ ქსელებს, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1,700 სავაჭრო წერტილისა და ორგანიზებული ბაზრის 30%-იან წილს.
- სასმელების ბიზნესში ის წარმოდგენილი იქნება სს “ქართული ლუდის კომპანიის“ სახით, რომელიც, თავის მხრივ, 35%-ამდე წილს ფლობს ადგილობრივი ლუდის ბაზარზე;
საცალო ვაჭრობისა და წარმოების ინდუსტრიებში წლების განმავლობაში უხვად დაგროვებული წარმატებული გამოცდილების სინერგია პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, ერთობლივი კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთი სახის უმსხვილეს კომპანიად ჩამოაყალიბონ, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც ადგილობრივი საცალო ბაზრის, ისე ადგილობრივი წარმოებების განვითარებაზე და რეგიონში ექსპანსიაზე.
გაერთიანებული კომპანია:
- იზრუნებს საკუთარი თანამშრომლების სტაბილურ განვითარებაზე;
- ორიენტირებული იქნება, საკუთარ მომხმარებელს შესთავაზოს მსოფლიო დონის სტანდარტებთან შესაბამისი სერვისები და პროდუქცია;
- მოტივირებული იქნება, დანერგოს წამყვანი ტექნოლოგიები და უახლესი გადაწყვეტილებები საკუთარ კომპანიაში;
- მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები