გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

6 Nov. 2024, 22:48

"მინდა ვუთხრა ოპოზიციას, არ გამოუვათ ახლა ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვა, იმიტომ, რომ მათი პოზიციები ცნობილია. მას საჯაროდ მოიხსენიებდნენ, როგორც რუს ოლიგარქს. შარშან უნგრეთში ჩატარდა კონსერვატორული მიმართულების კონფერენცია, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული, ტრამპი ვიდეოთი მიესალმა კონფერენციას, ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა ყველა მონათლა რუს ოლიგარქებად, რუსულ კონფერენციად. ახლა რა პირით ულოცავენ ტრამპს, მათი გაგებით რუს ოლიგარქს? — პირდაპირ ამბობდა გვარამია, რომ ის არის რუსი ოლიგარქი, ბატონი პატიმარი სააკაშვილი ამბობდა, "რა ეგონა ტრამპს, ჩააბარეს ამერიკა, მოიგო თუ ანდერძით დაუტოვესო". ვხედავთ სახეზე, ნირწამხდარი არიან თავიდან ბოლომდე, ეს მილოცვა მათ არ ჩაეთვლებათ. ძალიან კარგად ხედავს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, რა დამოკიდებულება იყო მათთან მიმართებაში. გაიმარჯვა ტრამპმა, არა მარტო პიროვნებამ, არამედ საღმა აზრმა, სიმართლემ.

ტრამპს არ დაჭირდება იმის ახსნა, თუ რაც შეიყვანა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში, იმიტომ, რომ არა მარტო ქართულ-ამერიკული, არამედ ჩიხშია შესული ამერიკის ურთიერთობები ძალიან ბევრ ქვეყანასთან. ჩვენ იმის ილუზია არა გვაქვს, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში ფეხს-ფეხზე გადავიდებთ და საქართველოსთან მიმართებაში პრობლემები არ იქნება, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ გაცილებით უფრო ახლოსაა ღირებულებითი ნაწილი ამ ადამიანის არჩევის შემთხვევაში საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის ღირებულებით ნაწილთან".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…