"საერთაშორისო გამჭვირვალობა" — სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ საქმის განხილვის იმიტაცია მოახდინა
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვით თბილისის სააპელაციო სასამართლომ უბრალოდ საქმის განხილვის იმიტაცია მოახდინა — ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს წარმომადგენელი, თეონა ზაქარაშვილი აცხადებს.
ზაქარაშვილმა სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააპელაციო პალატის მოსამართლეებმა "საზოგადოება ღირსად არ ჩათვალეს, რომ შაბლონური გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ თავიანთი მოტივაცია ეთქვათ".
"თეთრიწყაროს სასამართლოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გააუქმეს აბსურდული, წარმოუდგენელი საფუძვლით. [მოსამართლის, დავით ხუჭუას] მეუღლის პოსტი - ეს იყო ერთადერთი მტკიცებულება საქმეში, რის გამოც გააუქმეს თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან აბსურდული საფუძვლით გააუქმეს მთავარი ექსპერიმენტი, სადაც სასამართლომ დაინახა, რომ ფარულობა იყო დარღვეული, სადაც სასამართლომ ექსპერიმენტით დაადგინა, რომ კი, არჩევნები ჩატარდა იმ დარღვევებით, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ ფარულობა არ იყო დაცული", — განაცხადა ზაქარაშვილმა.
ამასთან, იგი ამბობს რომ თეთრიწყაროს სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ ექსპერიმენტებს შორის იყო ძალიან დიდი განსხვავება.
"პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლოში ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს თვითონ ცესკო-ს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც სხვებისთვის ბიულეტენის ურნაში სწორად შეცურების ტრენერები არიან, ანუ ისინი არიან ამ საქმის ოსტატები. თეთრიწყაროში კი, სხვა ადამიანებიც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის თავად მოსამართლე უყურებდა ამ პროცესს, სასამართლოს თანამშრომლებმა, მხარეებმა მიიღეს ამაში მონაწილეობა. ასევე ადგილზე, ცესკო-ს საოლქო და კომისიის წევრებმა დაადასტურეს თეთრიწყაროს ექსპერიმენტში, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც მათ ერთობლივად ნახეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა თავისი ხელით ორჯერ შეაცურა ბიულეტენი და თვითონ ნახა, რომ ფარულობა ნამდვილად ირღვეოდა და რომ ის ჩარჩო კონვერტი ამას ვერ უზრუნველყოფდა, მაგრამ აქ იყო სხვა საკითხი - მათ უბრალოდ საქმის განხილვის იმიტაცია გააკეთეს. მათ [სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა] პროცესუალური და მატერიალური საშუალებებით, სამართლებრივი ნორმებით, რომელიც აბსურდია და ვერცერთ სხვა საქმეზე ვერ ნახავთ, ცესკო-ს საშუალება მისცეს შუამდგომლობები დაეყენებინათ და გაეუქმებინათ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება", — ამბობს ზაქარაშვილი.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევა არ დაადგინა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მესამე სექტორის სარჩელები, ხოლო, თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხმის ფარულობის დარღვევას ადგენდა, საერთოდ გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევა.
სასამართლომ მესამე სექტორის სარჩელები არ დააკმაყოფილა, ხოლო საერთოდ გააუქმა თეთრიწყაროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ხმის ფარულობის დარღვევას ადგენდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები