"ეს ომია ქალების წინააღმდეგ" — სელებრითების რეაქციები ტრამპის გამარჯვებაზე
ფოტო: getty
გუშინ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი — ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.
ტრამპის სოციალურ-პოლიტიკურ პოზიციას ჰოლივუდში რომ ბევრი თანამოაზრე არ ჰყავს, ეს ახალი ამბავი არაა. ტრადიციულად, მსახიობებისა და მომღერლების უდიდესი ნაწილი დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი — ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს, საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრმა ცნობილმა სახემ დაუჭირა მხარი და ფანებს ხმის მისთვის მიცემისკენ მოუწოდა. მათ შორის იყვნენ ტეილორ სვიფტი, ბიონსე, ბილი აილიში და ა.შ.
მიუხედავად მათი მოწოდებებისა, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ვერ მოიპოვა. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ქვეყანაში ბევრი ცვლილების გამოწვევას გულისხმობს — იზღუდება ქალთა რეპროდუქციული უფლებები, ტრამპის დაპირების მიხედვით, ყველა შტატში აიკრძალება აბორტი, ა.შ. ამ ცვლილებებს სელებრითები სხვადასხვა სახით გამოეხმაურნენ:
"ეს ომია ქალთა წინააღმდეგ," — დაწერა ინსტაგრამზე ბილი აილიშმა, რომელიც, მისი სიტყვებით, ჰარისს მხარს სწორედ იმის გამო უჭერდა, რადგან ის რეპროდუქციული თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და პლანეტისთვის იბრძვის.
აშკარად იმავეს ფიქრობს ჰეილი ბიბერიც. მან ინსტაგრამის "სთორიში" პოსტი გააზიარა, სადაც ვკითხულობთ, რომ "ქალის ნაცვლად მსჯავრდადებული დამნაშავის მხარდაჭერა სრული სიგიჟეა". "მხოლოდ ამის თქმა შემიძლია," — დაამატა ბიბერმა.
საპრეზიდენტო შედეგებით უკმაყოფილო იყო რეპერი ქარდი ბიც. "აი, სწორედ ამიტომ გატყდებათ თავს ქარიშხლები" — მიმართა ქარდიმ ფლორიდის, ლუიზიანას, ტეხასისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატების მოსახლეობას, სადაც ტრამპმა გაიმარჯვა.
ცნობილმა პოდკასტის ავტორმა და UFC-ს წამყვანმა, ჯო როგანმა ერთი თვის წინ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა. არჩევნების შედეგებს როგანი პირდაპირი ტრანსლაციით უყურებდა და ტრამპის გაპრეზიდენტებას ყიჟინით შეხვდა:
ღამის შოუს ცნობილმა წამყვანმა, ჯიმი კიმელმა, ემოციურ მონოლოგში გულწრფელად ისაუბრა თავის პოზიციასა და ამერიკის მომავალზე:
"გუშინ საშინელი ღამე იყო ქალებისთვის, ბავშვებისთვის, ასობით ათასი შრომისმოყვარე ემიგრანტისთვის, რომლებიც ამ ქვეყანას ამოძრავებენ, ჯანდაცვისთვის, ჩვენი კლიმატისთვის, მეცნიერებისთვის, ჟურნალისტიკისთვის, სამართლისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. საშინელი ღამე იყო ღარიბებისთვის, საშუალო ფენისთვის, მოხუცებისთვის, რომლებიც სოციალურ დაცვაზე არიან დამოკიდებულები, ჩვენი უკრაინელი მოკავშირეებისთვის, NATO-სთვის. სიმართლისთვის, დემოკრატიისთვის, წესიერებისთვის. თუმცა, ძალიან კარგი ღამე იყო პუტინისთვის."
საერთო ჯამში, ჰოლივუდი ტრამპის გამარჯვებას სკეპტიკურად და ნეგატიურად შეხვდა. არსებობენ გამონაკლისებიც, თუმცა ზოგადი სურათი სახეზეა — ცნობილ სახეებს რესპუბლიკელი, კონსერვატორი პრეზიდენტი არ სურთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები