ინდოეთში 35 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სალმან რუშდის წიგნი შეიძლება აკრძალული არ იყოს
ფოტო: BBC
ლეგალურია სალმან რუშდის ეშმაკეული აიების შემოტანა ინდოეთში?
ეს კითხვა იურისტებმა მას შემდეგ დასვას, რაც დელის უმაღლესმა სასამართლომ ამ კვირაში წინადადება წამოაყენა, რომ სალმან რუშდის 1988 წელს გამოცემული რომანის აკრძალვა შეიძლება გაუქმდეს, თუ მთავრობამ მისი აკრძალვის დადგენა ვერ მოახერხა.
ეშმაკეული აიები რუშდის მეოთხე რომანია, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნება წინასწარმეტყველი მუჰამედის ცხოვრებას. ისევე, როგორც წინა წიგნებში, ამ რომანშიც რუშდი თავისი პერსონაჟების შესაქმნელად მაგიურ რეალიზმს და თანამედროვე მოვლენებს იყენებს. ეშმაკეული აიები მოგვითხრობს ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩებიან. წიგნი გამოქვეყნებიდან მალევე აიკრძალა ინდოეთში, რამაც მთელ მსოფლიოში პროტესტი გამოიწვია.
1989 წლის 14 თებერვალს აიათოლა რუჰოლა ხომეინმა, ირანის იმჟამინდელმა ლიდერმა, მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამას მოჰყვა რუშდის მოკვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პოლიციის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა. აგრეთვე თავს დაესხნენ რუშდისთან ახლოს მყოფ პირებს, მათ შორის მოკლეს მისი მთარგმნელი ჰიტოში იგარაში.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ოფიციალურად აკრძალულია ინდოეთში, როგორც მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ტექსტი, ზოგიერთი იურისტი ახლა თვლის, რომ წიგნის შემოტანა უკვე შესაძლებელია, თუ მთავრობა აკრძალვას არ დაადასტურებს. სხვათა მოსაზრებით კი, ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება კვლავ არსებობდეს პრაქტიკული დაბრკოლებები.
რუშდის რომანთან დაკავშირებით მსჯელობა მას შემდეგ განახლდა, რაც დასავლეთ ბენგალის შტატის მცხოვრებმა სანდიპან ხანმა სცადა წიგნის ყიდვა, მაგრამ შეიტყო, რომ ის არც ინდოეთში იყო გამოქვეყნებული და არც მისი შემოტანა შეეძლო.
2017 წელს მან წიგნის შემოტანასთან დაკავშირებით RTI-ს ოფიციალური წერილით მიმართა, 2019 წელს, ხანმა სარჩელი დელის უმაღლეს სასამართლოში შეიტანა, ის ამტკიცებდა, რომ აკრძალვა გავლენას ახდენდა კითხვის თავისუფლებაზე.
საქმე ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა სამთავრო უწყებებმა ვერც ერთხელ მოახერხეს წარედგინათ შესაბამისი აკრძალვითი ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დოკუმენტები 1968 წლიდან არსებობდა.
საბოლოოდ, 5 ნოემბერს, სასამართლომ განაცხადა, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, "ვარაუდობდეს", რომ ასეთი აკრძალვის შეტყობინება არ არსებობს და, შესაბამისად, ვერ შეაფასებდა მის მართებულობას.
ფოტო: BBC
საქმე ბადებს დამაბნეველ კითხვას: მოქმედებს თუ არა წიგნთან დაკავშირებული აკრძალვა, თუ შესაბამისი დოკუმენტი ვერ მოიძებნა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ აღმოჩნდა. ადვოკატების განცხადებით, თუ შესაბამისი დოკუმენტი ვერ მოიძიება, მაშინ "ტექნიკურად არანაირი აკრძალვა არ არსებობს" და წიგნის შემოტანა შეიძლება.
"თუმცა, მთავრობამ შეიძლება ახალი დოკუმენტი მიიღოს [წიგნის იმპორტის აკრძალვის შესახებ], რადგან სასამართლოს აკრძალვა არაკონსტიტუციურად არ გამოუცხადებია, არამედ თქვა, რომ შეიძლება შესაბამისი დოკუმენტი არ არსებობდეს",— განაცხადა ადვოკატმა.
ფოტო: BBC
2022 წელს, სალმან რუშდის ნიუ იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.
75 წლის მწერალი ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მწერალმა სწორედ ამ შემთხვევის შედეგად დაკარგა თვალი, ხოლო 6 კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები