იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში უამრავი დარღვევით — ლიეტუვის პრეზიდენტი
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამზე ჟურნალისტებთან საქართველოს არჩევნების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ "იმედგაცრუებულია" არა მხოლოდ არჩვნების შედეგებით, არამედ "უამრავი დარღვევით საარჩევნო პროცესში".
როგორც იგი ამბობს, არ შეიძლება ერთდროულად ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე საუბრობდე და ამავდროულად დააწესო საწინააღმდეგო კანონები, მიიღო ზომები და დემოკრატიული დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენო შეურაცხმყოფელი რიტორიკა.
მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიებაა საჭიროა.
"არ მჯერა, რომ ქართულ ინსტიტუტებს ამის გაკეთება შეუძლიათ. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება, რომ მათ ეს შეუძლიათ. ვფიქრობ, საჭიროა საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება პროცესში. საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსიურობა ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს არის შეშფოთების საკითხი. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში არჩევნებს შედეგი განსხვავებული იყო", — აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იმაზე თუ რა იქნება ევროკავშირის პასუხი საქართველოს მიმართ:
"საკმარისია მკაფიო სიგნალის გაგზავნა: მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, არ უნდა ელოდოთ, რომ ევროკავშირს მიუახლოვდებით. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, სცილდებით ევროკავშირს. ვფიქრობ, ეს სიგნალი მიღებული და გაგებული უნდა იქნას და იმედი მაქვს, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, შეცვალოს კურსი, მაგრამ ამ დროისთვის ვერ ვხედავ დიდ ალბათობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება", — აღნიშნა ნაუსედამ.
მას დაუსვეს კითხვა, მოახერხებს თუ არა ქართველი ხალხი ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში::
"რასაკვირველია, ყველა პროცესის უკან ეს პიროვნება დგას და ვხედავთ, რამდენად ღრმა და ინტენსიურია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები. ეს არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირთან დაშორებაზე, არამედ ასევე რუსეთის ფედერაციასთან მიახლოებაზე. შუა გზას ვერ აირჩევთ : მიდიხართ დასავლეთისკენ, ან აღმოსავლეთისკენ", — აღნიშნა ნაუსედამ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები